Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად ბიზნესმენი ლადო გურგენიძე წარადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ნოე.'07 / 20:24
სივილ ჯორჯია

ლადო გურგენიძე, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელს შეცვლის, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

”ლადო გურგენიძე წარდგენილი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობასთან ერთად და იმედია, რომ დამტკიცდება უახლოეს დღეებში საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ”წარმატებული” უწოდა ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობას, რომელიც საქართველოს მთავრობას ბოლო ორი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

”თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ გვჭირდება რეფორმების ბევრად უფრო აქტიურად გაგრძელება და ჩვენ გვაქვს დავალება ახალი პრემიერ-მინისტრისადმი, რომ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს ეტაპობრივად საქართველოში პენსიების ზრდა, მასწავლებლების ხელფასების მკვეთრი ზრდა, სოციალური დახმარებების მკვეთრი ზრდა, დასაქმების პროგრამების მკვეთრი გაფართოება, ჩვენი რეფორმების შედეგების კიდევ უფრო ფართო და აქტიური მიტანა ჩვენი მოქალაქეებისადმი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს წარუმატებლობას ვერ ეღირსებიან ის ძალები, ვისაც უკანასკნელ პერიოდში ამის იმედი გაუჩნდათ.

”ჩვენი წარმატებული განვითარება გაგრძელდება კიდევ უფრო ჩქარი ტემპით იმიტომ, რომ ჩვენ მართლა ბევრი შემოგვყურებს იმედის თვალით, ისევე როგორც ძალიან დიდი ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ექსპერიმენტი გარკვეულწილად წარუმატებლობის ჭაობში ჩაეფლოს,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”მაგრამ ეს არ მოხდება და ეს დავანახეთ მთელ მსოფლიოს და ვაპირებთ კიდევ დავანახოთ”.

”ჩვენ ვიძენთ ახალ პრემიერ-მინისტრს - ე.ი ახალი ენერგიას, ახალი ძალას და სერიოზულ სტიმულს,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ასეთი ენერგია, ასეთი წარმატების მოდელი... ლადომ ბოლო კვირეებში დარაზმა მთელი ქართული ბიზნესი სტაბილურობის და სახელმწიფოებრიობის მხარდასაჭერად  და ამისთვისაც მე ვარ მისი ძალიან დიდი მადლობელი”.

მისი თქმით, ლადო გურგენიძე არის ”ყველაზე წარმატებული და თანამედროვე” ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც აქვს დასავლური განათლება მიღებული და რომელმაც შეძლო აბსოლუტურად ”მკვდარი საბანკო სექტორის გამოცოცხლება”.

სააკაშვილი პრესკონფერენციაზე საუბრობდა, სადაც მის გვერდით იდგნენ ზურაბ ნოღაიდელი და მისი შემცვლელი ლადო გურგენიძე. სააკაშვილმა ისე დატოვა პრესკონფერენცია, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ დაელოდა.

”მე გიტოვებთ მათ და შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და შემიძლია ახლა მივხედო სხვა საქმეებს. მადლობთ,”- განაცხადა სააკაშვილმა ოთახის დატოვებამდე.

”დაგიტოვებთ მეც ლადოს, დიდი მადლობა,”- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა და ასევე დატოვა პრესკონფერენციის ოთახი ისე, რომ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მის მიმავალ გეგმებთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოღაიდელმა შესაძლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვაკანტური თანამდებობა დაიკავოს. თუმცა ეს ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

ყოველივე ამის შემდეგ ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ”დიდი პატივია” და ”სათანადო პასუხისმგებლობით” ეკიდება ახალ თანამდებობაზე წარდგენას. 

”მისი უზენაესობა ხალხის მესიჯი მიღებული და გაგებული იქნა,”- განაცხადა გურგენიძემ, ”ეს მესიჯი მდგომარეობს, პირველ რიგში, იმაში, რომ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე და ეს უნდა გასდევდეს ფონად რეფორმებს, რომელსაც პარლამენტის მიერ ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ უეჭველი გავატარებთ”.

გურგენიძის განცხადებით, მთავრობის ახალ სამოქმედო პროგრამაში აქცენტი გაკეთდება ასევე დასაქმებაზე და ახალ სამუშაო ადგილებზე. 

”მე ჩემს მთავარ ამოცანას, თუკი პარლამენტი მე დამამტკიცებს ამ პოსტზე, ვხედავ იმაში, რომ აეწყოს კომუნიკაცია, დიალოგი და შეძლებისდაგვარად მოხდეს კონსენსუსის ჩამოყალიბება ხალხს, განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველ ფენებს შორის და სამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს შორის, რომელთაც რეალურად ემყარება ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, წინსვლა, ის პროგრესი, რომელიც განიცადა ქვეყანამ ბოლო 4 წლის მანძილზე, პირველ რიგში ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის და პრეზიდენტის მეთაურობით”- განაცხადა გურგენიძემ.

”ეს სამი ჯგუფი არის: ქართული ბიზნესი, რომელმაც საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა  თავისი დაინტერესება იმაში, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობა და სწორედ ამას განიხილავს საწინდარად შემდგომი წინსვლისა, შემდგომი ინვესტირებისა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნისა. 

დანარჩენი ორი ჯგუფი არის ჩვენი ინვესტიციების ორი ყველაზე დიდი წყარო. პირველი ეს არის უცხოელი ინვესტორები და ამ აუდიტორიასთან მე ბევრი მაქვს ნამუშევარი და არცთუ წარუმატებლად და შესაბამისად მოხდება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა ამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფთან, რათა გაგრძელდეს საქართველოში შექმნა სამუშაო ადგილებისა და  გაგრძელდეს ეკონომიკური წინსვლა.

და გარდა ამისა ნუ დავივიწყებთ მეორე ძალიან დიდ წყაროს ინვესტიციებისა, ეს არის ქართული დიასპორა, მილიონამდე ალბათ ადამიანი, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდა ამ წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტირებით და რომელიც არის ჩვენი ეკონომიკის ინტეგრალური ნაწილი.

ამ ჯგუფთანაც მე ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს. მე 14 წლის მანძილზე არ ვიმყოფებოდი საქართველოში  ვსწავლობდი და ვმუშაობდი ყველაზე დიდი ხანი ამერიკაში და ინგლისში, ასევე რუსეთში, პოლონეთში და ა.შ. აი ასე ვხედავ მე იმ მთავარ ამოცანებს, რომელიც ჩამოყალიბებულია”.

მისი თქმით, შაბათ-კვირას გაიმართება კონსულტაციები მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რათა პარლამენტმა შემჭიდროვებულ ვადებში დაამტკიცოს მინისტრთა კაბინეტი.

”დანარჩენს ამის მერე მოგახსენებთ,”- დასძინა მან.

საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც.


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16