Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრიორიტეტებზე საუბრობს
/ 17 ნოე.'07 / 12:25
სივილ ჯორჯია

ხალხთან დიალოგი, ბიზნესი, უცხოელი ინვესტორები და მილიონიანი ქართული დიასპორა იქნება მომავალი საქმიანობის მთავარი ორიენტირები, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა და ათწლიანი საინვესტიციო-საბანკო გამოცდილების მქონე ლადო გურგენიძემ 16 ნოემბერს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 36 წლის ლადო გურგენიძე 16 ნოემბერს საღამოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. იგი ამ პოსტზე ზურაბ ნოღაიდელს შეცვლის.

“მისი უზენაესობა ხალხის მესიჯი მიღებული და გაგებული იქნა,” – განუცხადა გურგენიძემ ჟურნალისტებს, რაშიც იგი, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებს გულისხმობდა.
 
“ეს მესიჯი მდგომარეობს, პირველ რიგში, იმაში, რომ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე და ეს უნდა გასდევდეს ფონად რეფორმებს, რომელსაც პარლამენტის მიერ ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ უეჭველი გავატარებთ. აქცენტი ასევე გაკეთდება დასაქმებაზე და ახალ სამუშაო ადგილებზე,”- განაცხადა გურგენიძემ.

მან არ დაასახელა, თუ რომელი მინისტრი შეინარჩუნებს პოსტს ახალ მთავრობაში, ან იქნებიან თუ არა ახალი კანდიდატები. “შაბათ-კვირას გაიმართება კონსულტაციები... და დანარჩენს ამის მერე მოგახსენებთ,” – განაცხადა გურგენიძემ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სურს ახალი მთავრობა “რამდენიმე საათში” დაკომპლექტდეს და პარლამენტმა ის “რამდენიმე დღეში” დაამტკიცოს.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ახალი მთავრობის წევრები პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა შეარჩიოს. პრეზიდენტი კი სარგებლობს პრივილეგიით, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაასახელოს.

“მე ჩემს მთავარ ამოცანას, თუკი პარლამენტი მე დამამტკიცებს ამ პოსტზე, ვხედავ იმაში, რომ აეწყოს კომუნიკაცია, დიალოგი და შეძლებისდაგვარად მოხდეს კონსენსუსის ჩამოყალიბება ხალხს, განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველ ფენებს შორის და სამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს შორის, რომელთაც რეალურად ემყარება ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, წინსვლა, ის პროგრესი, რომელიც განიცადა ქვეყანამ ბოლო 4 წლის მანძილზე,” – განაცხადა გურგენიძემ.

მან ამ სამ ჯგუფში დაასახელა ქართული ბიზნესი, უცხოელი ინვესტორები და ქართული დიასპორა.

“ქართულმა ბიზნესმა სამკაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი დაინტერესება იმაში, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობა და სწორედ ამას განიხილავს საწინდარად შემდგომი წინსვლისა, შემდგომი ინვესტირებისა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნისა,” – განაცხადა გურგენიძემ, “დანარჩენი ორი ჯგუფი არის ჩვენი ინვესტიციების ორი ყველაზე დიდი წყარო. პირველი ეს არის უცხოელი ინვესტორები და ამ აუდიტორიასთან მე ბევრი მაქვს ნამუშევარი და არც თუ წარუმატებლად და შესაბამისად, მოხდება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა ამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფთან ურთიერთობების, რათა გაგრძელდეს საქართველოში შექმნა სამუშაო ადგილებისა და გაგრძელდეს ეკონომიკური წინსვლა”.

“და გარდა ამისა ნუ დავივიწყებთ მეორე ძალიან დიდ წყაროს ინვესტიციებისა, ეს არის ქართული დიასპორა, მილიონამდე ალბათ ადამიანი, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდა ამ წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტირებით და რომელიც არის ჩვენი ეკონომიკის ინტეგრალური ნაწილი. ამ ჯგუფთანაც მე ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს. მე 14 წლის მანძილზე არ ვიმყოფებოდი საქართველოში, ვსწავლობდი და ვმუშაობდი ყველაზე დიდი ხანი ამერიკაში და ინგლისში, ასევე რუსეთში, პოლონეთში და ა.შ.,” – განაცხადა გურგენიძემ.

ლადო გურგენიძე, რომელიც საქართველოს და ბრიტანეთის მოქალაქეა, საქართველოს ბანკში 2004 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რის შედეგადაც ის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი გახდა ქვეყანაში. მისი საბაზრო წილი 34%-ს შეადგენს.

წელს ბანკმა თავისი საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გააფართოვა მას შემდეგ, რაც უკრაინის განვითარებისა და პარტნიორობის უნივერსალური ბანკი (UBDP) იყიდა 81.7 მილიონ აშშ დოლარად. საქართველოს ბანკის აქციების 85% უცხოელი მეპატრონეების ხელშია. გავრცელებული ინფორმაციით, გურგენიძის  საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობა 2%-ს ცოტათი აღემატება.

გურგენიძეს პირველად პოპულარობა სატელევიზიო შოუში “კანდიდატი” მონაწილეობამ მოუტანა.

მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან და კერძოდ, პრეზიდენტ სააკაშვილთან. გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო საქართველოს ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას. დაახლოებით ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლადო გურგენიძეზე პერსონალურად ისაუბრა ქართველ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე.

16 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო ლადო გურგენიძე როგორც “ყველაზე წარმატებული და თანამედროვე ქართველი ბიზნესმენი”, რომელმაც მოახერხა “საქართველოს მკვდარი საბანკო სექტორის გამოცოცხლება”.

“ლადომ ბოლო კვირეებში დარაზმა მთელი ქართული ბიზნესი სტაბილურობის და სახელმწიფოებრიობის მხარდასაჭერად და ამისთვისაც მე ვარ მისი ძალიან დიდი მადლობელი,” – განაცხადა სააკაშვილმა და ასევე მიესალმა გურგენიძის გონივრულ პოზიციას.

ბოლოდროინდელი დაძაბულობის დროს, რომელმაც შემდეგ 7 ნოემბრის არეულობა გამოიწვია თბილისში, ლადო გურგენიძე “რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში გამოჩნდა და ხელისუფლების პოლიტიკას დაუჭირა მხარი.

“ვწუხვარ, რომ ბატონ გურგენიძეს მოუხდა ამ პასუხისმგებლობის აღება ასეთ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში,” – განუცხადა რეპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “რუსთავი 2”-ს 16 ნოემბერს, “ვუსურვებდი მას გაუმკლავდეს ამ პასუხისმგებლობას და იმედი მაქვს, ის არ გახდება ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრი, არამედ ის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით რთულია ცვლილებებზე საუბარი, რადგანაც არ ვიცით, თავად მთავრობაში რა ცვლილებები განხორციელდება”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11