Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნების შემდეგ მთავრობაში ”სერიოზული” ცვლილებები იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'07 / 16:14
სივილ ჯორჯია

მთავრობის ახალ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”უფრო სერიოზული ცვლილებები” 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდება.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გია ხევიაშვილი აღარ იქნებიან ახალი მთავრობის წევრები, რომელსაც ლადო გურგენიძე უხელმძღვანელებს.

ლომაიას მისი მოადგილე ბელა წიფურია შეცვლის, ხოლო თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი გია ხევიაშვილის ადგილს დაიკავებს.   

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება. იგი ამ თანამდებობაზე კოტე კემულარიას შეცვლის. პრეზიდენტის განცხადებით, კემულარია უხელმძღვანელებს ახალ სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო პროექტის კოორდინაციას განახორციელებს. ამ პროექტში საქართველოც მონაწილეობს.    

”მე ვთხოვე ბატონ ლომაიას - და ეს იყო ჩვენი დაჟინებული თხოვნა - რომ გამხდარიყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ამ თანამდებობაზე ადამიანს უნდა შეეძლოს სწრაფი რეაგირების მოხდენა იმ შიდა და გარე საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას,” - განაცხადა სააკაშვილმა 19 ნოემბერს ეროვნულ მუზეუმში ქართველ აკადემიკოსებთან და მეცნიერებთან შეხვედრაზე.  

მან ასევე განაცხადა, რომ 5 იანვრის არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის მის კანდიდატს ლადო გურგენიძეს ”ექნება მანდატი, რომ მეტი ცვლილებები განახორციელოს და თუ საჭიროა სერიოზული ცვლილებებიც”.

”შესაძლოა უფრო მეტი ცვლილებების განხორციელება გახდეს საჭირო [მთავრობაში]. თუმცა, ამასთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე დასაქმების ახალი პროგრამა და უკეთესი სოციალური დაცვის პროგრამა. შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეძლებენ  [ახლანდელი მინისტრები] მოერგონ ამ ახალ პროგრამებს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასობაში, მომავალი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე 19 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შეხვდა. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო მინისტრთა განახლებული კაბინეტის განხილვის პროცედურები, რაც 22 ნოემბერს მათთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრით დასრულდებამთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო ფრაქციებს დახურულ რეჟიმში შეხვდება.

ჩვენი მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა ექნება,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ბიუროს სხდომაზე.

მან ასევე გაუსვა ხაზი, რომ ამჯერად მთავრობაში ნაწილობრივი ცვლილებები ხორციელდება, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ადეკვატური კანდიდატების წარმოდგენა აუცილებელი იქნება. არჩევნებში გამარჯვებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება,”- დასძინა ბურჯანაძემ.

ლადო გურგენიძემ დეპუტატებთან საუბრისას ასევე დაადასტურა, რომ მან პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე ამ ეტაპზე მხოლოდ ორი საკადრო ცვლილება მიიჩნია საჭიროდ.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობა შეეცდება რეფორმებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს სოციალური ასპექტების წინ წამოწევის გზით.  

მაგრამ მხოლოდ სოციალური აქცენტებით ფონს ვერ გავალთ გრძელვადიან პერსპექტივაში და უნდა მივაღწიოთ სამუშაო ადგილების შექმნას ინვესტიციების მოზიდვის საშუალებით,”- აღნიშნა გურგენიძემ, თუმცა ისიც დასძინა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული საინვესტიციო პაუზა დაიწყო, რაც ბუნებრივი მოვლენაა”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მომავალი წელი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით გარდმავალი იქნება. გურგენიძე ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ 2008 წლის ბიუჯეტი, რომელიც უკვე იხილება პარლამენტში, შემოვაბრუნოთ ხალხისკენ”, რათა ის უფრო სოციალურად ორიენტირებული გახდეს.

საქართველოს მთავრობის პროგრამა სახელწოდებით  - დასაქმებისა და კეთილდღეობისათვის”, რომელიც დასამტკიცებლად ასევეა წარდგენილი პარლამენტში, ამბობს, რომ ახალი ქართული სახელმწიფო იქნება სახელმწიფო პიროვნებისათვის ადეკვატური თავდაცვისუნარიანობით; გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტიტუტებით, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებით და სიტყვის თავისუფლებით; დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემით; კერძო საკუთრების დაცულობით და ეკონომიკური თავისუფლებით.

ამ მიზნების მიღწევის პირობად მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგნლობას საზოგადოებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხოლო საშუალებებად მიაჩნია:

  • ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენა და სამოქალაქო ერთობა;
  • მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმებისა და ექსპორტის ხელშეწყობა;
  • დიალოგის ხელშეწყობა მოსახლეობას, ბიზნესს, ინვესტორებს და დიასპორას შორის ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები გარშემო საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად;
  • ქმედითი მმართველობის ფორმირება;
  • ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
  • ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირთან თანმიმდევრული ინტეგრაცია.

 

 

 
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14