Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კემულარია სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს უხელმძღვანელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'07 / 18:08

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის ფარგლებში ახალი სააგენტოს შექმნას გეგმავს, რომელიც სატრანსპორტო და ენერგეტიკული საერთაშორისო პროექტების კოორდინაციას განახორციელებს.

მისი თქმით, ეროვნული უშიშროების ყოფილი მდივანი კოტე კემულარია ამ სააგენტოს უხელმძღვანელებს. მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კემულარიას განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია შეცვლის.

”მე გადავწყვიტე შევქმნა ახალი ერთეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში, რომელიც სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე იმუშავებს და მე ვთხოვე კოტე კემულარიას უხელმძღვანელოს ამ სააგენტოს. ეს არის პიროვნება, რომელსაც აქვს უდიდესი გავლენა და უდიდესი გამოცდილება და ის არის კარგი სახელმწიფო მოხელე და ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი,” - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართველ აკადემიკოსებთან და მეცნიერებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებს, კერძოდ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო პროექტს ”უდიდესი მნიშვნელობა” აქვს.

მისი თქმით, რეგიონალური სარკინიგზო პროექტის დაწყება, რომელიც აზერბაიჯანს და თურქეთს საქართველოს გავლით დააკავშირებს, ორ დღეში იგეგმება.

”ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი. იყო [ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის] ნავთობსადენის პროექტი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნავთობსადენი ადამიანებთან ისეთ შეხებაში მაინც არ არის, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ასაქმებს. მაგრამ ამ რკინიგზით საქართველო უერთდება ევროპული რკინიგზის ქსელს; საქართველო ჩიხი კი აღარ არის, არამედ ჩვენ თბილისში ჩავჯდებით მატარებელში და ჩამოვალთ პარიზში ან ლისაბონში იმიტომ, რომ რკინიგზა გადის ბოსფორის ქვეშ და მომავალში თურქეთის მთელ ხაზზე საქართველომდე ივლიან ჩქარი მატარებლები. ეს ნიშნავს,  რომ საქართველო გეოგრაფიულ რევოლუციას ახდენს, ჩვენ ვუერთდებით ამ [ევროპის რკინიგზის] ქსელს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ”უფრო მოკლე გზა აქვს ევროპისკენ რუსეთის გავლით”. ”დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზაც გაიხსნება ადრე თუ გვიან, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის საკითხი გადაწყდება საქართველოს ერთიანობის სასარგებლოდ,” - დასძინა სააკაშვილმა.   

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27