Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალიევი, სააკაშვილი და გიული ”ისტორიულ” სარკინიგზო კავშირზე საუბრობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ნოე.'07 / 14:25

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა  - ილჰამ ალიევმა, მიხეილ სააკაშვილმა და აბდულა გიულმა განაცხადეს, რომ რეგიონალური სარკინიგზო პროექტი, რომელიც აზიას ევროპასთან კავკასიის გავლით დააკავშირებს , ”ისტორიული მნიშვნელობისაა”.

სამი ქვეყნის პრეზიდენტმა სოფელ მარაბდაში პროექტის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთეს განცხადებები. ცერემონია რკინიგზის ქართული მონაკვეთის მშენებლობის დაწყებას მიეძღვნა. ეს მონაკვეთი აზერბაიჯანულ რკინიგზას თურქეთის სარკინიგზო ქსელს დაუკავშირებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ”დღეს არის, ეჭვგარეშე, ძალიან დიდი ისტორიული დღე”, რადგანაც ამ პროექტის საშუალებით, საქართველო ”გამოდის ჩიხიდან” და ევროპას უკავშირდება.

”ეს არის გრანდიოზული პროექტი,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაში ძალიან ბევრს ეპარებოდა ეჭვი მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მე გავხდი პრეზიდენტი პირველი დღიდან, ჩვენ მეგობრებთან ერთად - აბდულა გიულთან ერთად და ილჰამ ალიევთან ერთად, ჩვენ ვმუშაობდით, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო”.

მან ასევე განაცხადა, რომ რკინიგზა დაეხმარება სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეკონომიკური იზოლაციის დაძლევაში და ”გახდება ერთ-ერთი მთავარი არა მხოლოდ სატრანზიტო პუნქტი, არამედ ეკონომიკური აქტიურობის ცენტრი”.

ეს პროექტი, სააკაშვილის თქმით, ნიშნავს, რომ ”დღეს ჩინეთის ტვირთები, რომელიც მიდის ძირითადად ტრანს-ციმბირის მაგისტრალის გავლით, მათი უმეტესობა წამოვა სწორედ საქართველოზე. ეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური რევოლუცია”.

”მე ვფიქრობ რკინიგზის მშენებლობა დამთავრდება კიდევ უფრო ჩქარა, ვიდრე ეს დაგეგმილია. მე ვვარაუდობ, ჩემს საპრეზიდენტო მეორე ვადაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს ვადა ამოიწურება ეს რკინიგზა გავხსნა და ვიყო პირველი მგზავრი ბაქო-თბილისი-სტამბულის ექსპრესის, რომელიც ჩავა და გაივლის ბოსფორს და შემდეგ გავაგრძელებთ გზას დანარჩენი ევროპისკენ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

თავის გამოსვლაში თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს მისი ”მნიშვნელოვანი წვლილისთვის” ამ პროექტის განხორციელებაში.

”ყაზახეთმა პირობა დადო, რომ 10 მილიონ ტონა ტვირთს გადაზიდავს ამ მარშრუტით ყოველწლიურად,” - განაცხადა აბდულა გიულმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ პროექტი არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ”პირიქით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონალურ თანამშრომლობას... და უსაფრთხობას,” - განაცხადა მან.

სომხეთი ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო პროექტის წინააღმდეგი იყო, აცხადებდა რა, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევდა ისედაც ჩაკეტილ ქვეყანას. ამ პროექტის ალტერნატივად სომხეთი უკვე არსებული ყარსი-გიუმრი-თბილისის რკინიგზის ხელახლა ამოქმედებას ასახელებდა. თურქეთის ქალაქ ყარსსა და სომხეთის ქალაქ გიუმრს შორის არსებული რკინიგზა არ ფუნქციონირებს თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე დაწესებული სავაჭრო ბლოკადის გამო.

2007 წლის იანვარში აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე რკინიგზის ქართული მონაკვეთის დასაფინანსებლად. საქართველომ ეს სესხი 25 წლის ვადაში 1%-იანი წლიური განაკვეთით უნდა დაფაროს.

პროექტის ფარგლებში, ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე 29 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო მონაკვეთი აშენდება, უკვე არსებული 192 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის ინფრასტრუქტურას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25