Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ტელეკომპანიებს ”არაობიექტურობის” გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ნოე.'07 / 16:04

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 21 ნოემბერს უარი თქვა პრესკონფერენციის გამართვაზე ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” ჟურნალისტების თანდასწრებით. 

”მინდა, რომ წახვიდეთ აქედან იმიტომ, რომ სუბიექტურები ხართ,” - მიმართა გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიების ”რუსთავი 2” და ”მზის”  ჟურნალისტებს.

გაჩეჩილაძემ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის მხოლოდ პირდაპირი ეთერის რეჟიმში მისცემს ინტერვიუს ამ ორ ტელეკომპანიას და ასევე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.  

გაჩეჩილაძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართა რუს ჟურნალისტებთან მოსკოვში, რომელიც ”რია ნოვოსტის” ორგანიზებით სააგენტოს თბილისის ოფისში შედგა. ვიდეოკონფერენციის დროს გაჩეჩილაძე ქართულად საუბრობდა, მის განცხადებებს კი თარჯიმანი თარგმნიდა რუსულად.

”როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი კვლავ განაგრძობს ”რუსთავი 2”-ზე ზეწოლას,” - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა 21 ნოემბერს გაჩეჩილაძის ქმედების საპასუხოდ.

ამასობაში, ოპოზიციის სხვა ლიდერებმა პრეტენზიები გამოთქვეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით, რომელიც 7 ნოემბრის არეულობის გამომწვევ მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ასახავს. საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც დოკუმენტურ ფილმშია ნათქვამი, აცხადებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების მცდელობა იყო, რომელსაც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა და რომელსაც პროპაგანდას მისი ტელეკომპანია ”იმედი” უწევდა.

ფილმი, რომელიც კონტრარგუმენტებს არ შეიცავს, იმავე დღეს, მოგვიანებით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა და ”მზემ” გაუშვა.  

”სამარცხვინოა,” - განაცხადა ოპოზიციური კოალიციის წევრმა გიორგი ხაინდრავამ, თან იქვე მიმართა ტელეკომპანიების ”რუსთავი 2”-ის, ”მზის” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს: ”თქვენ მონაწილეობთ იმ პროპაგანდისტულ საბჭოთა კამპანიაში, რომელსაც აწარმოებს სააკაშვილი”.

ხაინდრავამ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აშშ-ს ელჩს ჯონ ტეფტს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ ინფორმაცია მიაწოდეს ელჩს მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების თაობაზე და ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის საკითხიც დასვეს.

21 ნოემბერს ამერიკის ელჩს ასევე შეხვდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც აღარ არის გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციის წევრი. შეხვედრის შემდეგ ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ დააპატიმრეს მხოლოდ აშშ-ს მთავრობის და პირადად ელჩის ჩარევის გამო.    
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38