Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ნოე.'07 / 17:44

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების რეაქცია სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობაზე ”სამართლიანი” იყო, თუმცა მან ასევე გააკრიტიკა ოპონენტები ”ამ ტრაგედიის გამოყენების” გამო ”თავიანთი ბინძური მიზნებისთვის”.

ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში სააკაშვილმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზეც შეაჩერა ყურადღება და განაცხადა, რომ მას უფლებაც კი არ აქვს გირგვლიანის საქმეზე ილაპარაკოს, რადგანაც პატარკაციშვილი თავად არის კავშირში მკვლელობაში დადანაშაულებულ პირებთან.

”საზოგადოებრივი რეაქცია გირგვლიანის საქმეზე გამართლებულია. ამჟამად, ოთხი მაღალი რანგის პოლიციის ოფიცერია დაჭერილი,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს იყო დიდი ტრაგედია პირველ რიგში ჩემთვის, როდესაც ეს შემთხვევა ბინძური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. როდესაც პატარკაციშვილი ლაპარაკობს სანდრო გირგვლიანზე - ეს არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია მკვლელობებზე საუბარი - ანდრეი ლუგოვოი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძებს, იყო მისი [პატარკაციშვილის] დაცვის უფროსი”.

ანდრეი ლუგოვოი, KGB-ს ყოფილი აგენტი, ”სკოთლანდ იარდმა” KGB-ს კიდევ ერთი ყოფილი აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად აღიარა.

ტელეკომპანია ”იმედი” პირველი იყო, რომელმაც გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გაავრცელა ინფორმაცია. ტელეკომპანიის, ასევე გირგვლიანის ოჯახის, ადამიანის უფლებათა დამცველების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, მკვლელობაში შსს-ს ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე იყვნენ ჩართული. თუმცა, მათი თქმით, ოფიციალურმა გამოძიებამ დამალა ამის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

სასამართლომ გასული წლის ივლისში გია ალანიას და შსს-ს კიდევ სამ ყოფილ თანამშრომელს რვა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა ზიანის მიყენებისთვის, რამაც 28 წლის სანდრო გირგვლიანის სიკვდილი გამოიწვია 2006 წლის თებერვალში. თუმცა, მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელის ვადა ექვსი თვით შეუმცირა.

გირგვლიანის მკვლელობის შესახებ საუბრისას სააკაშვილმა ბევრი ილაპარაკა იმ საზოგადოებრივ ნდობაზე, რომლითაც პოლიცია სარგებლობს. მან აღნიშნა, რომ პოლიციაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი კადრები მოვიდნენ. ”მათი 99% ძალიან კარგია,” - განაცხადა მან, ”მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ შორის იყო რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც აწყინა ბევრმა ქებამ. და შემდეგ ეს ტრაგედიაც მოხდა”.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15