Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედია მონიტორინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 დეკ.'07 / 10:35

პოლონელი აქტივისტის და ჟურნალისტის ადამ მიხნიკის ხელმძღვანელობით მედია მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მომდევნო ორი თვის მანძილზე ქართული მაუწყებლობის სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს დააკვირდება.

მიხნიკთან ერთად ჯგუფის წევრები არიან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია (რონდელიც და ნოდიაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან); ჟურნალისტი ზვიად ქორიძე; გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი დავით პაიჭაძე; მსახიობი ნატო მურვანიძე და აკადემიკოსი ლევან ხეთაგური.

თბილისში 13 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ადამ მიხნიკმა განაცხადა, რომ ჯგუფი ყურადღებას გაამახვილებს მედიაში ძალადობისკენ მოწოდებების, სიძულვილის შემცველი რიტორიკის და ცილისწამების ფაქტებზე.

თუმცა, მიხნიკმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელი არ არის, რომ ჯგუფმა მხოლოდ ამ სამ თემაზე მოახდინოს ფოკუსირება. ”ჩვენ დროდადრო შეიძლება განვიხილოთ ისეთი საკითხები, რომლებიც ტელეკომპანიის მფლობელობას უკავშირდება,” - დასძინა მან.

ჯგუფის რეკომენდაციები იურიდიულად სავალდებულო არ იქნება.

ადამ მიხნიკმა ასევე განაცხადა, რომ ჯგუფს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დროის დაახლოებით საათნახევარი დასჭირდება კვირაში ერთხელ, რათა თავისი დასკვნები გააცნოს საზოგადოებას.

პოლონელი ჟურნალისტის თქმით, იგი თავად მიიღებს მონაწილეობას ტელემონიტორინგის განხილვებში. ”ქართველები პოლონელებს ჰგვანან,” - განაცხადა მან, ”ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ვიღაც უცხოელი ტელევიზიით გვეუბნება რა გავაკეთოთ”.

ნოემბერში ადამ მიხნიკი ევროკავშირის და აშშ-ს დავალებით ჩამოვიდა საქართველოში, რათა ”იმედის” გარშემო არსებული ვითარება მოეგვარებინა.

1 დეკემბერს, მისი მისიის დასასრულს, მიხნიკმა მკაცრი გაფრთხილება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომელსაც ერთი კვირის ვადა მისცა ”იმედის” მაუწყებლობის განახლებისთვის.

იურიდიული ბარიერები, რაც ”იმედის” გახსნას აფერხებდა, ერთი კვირის ვადაში მოიხსნა; ტელეკომპანიამ მაუწყებლობა კი 12 დეკემბერს განაახლა. მიხნიკის თქმით, მოვლენათა ამგვარი განვითარება იყო ”ძალიან პოზიტიური სიგნალი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოს გაუგზავნა”. მან ასევე დასძინა, რომ ”ეს არის ძალიან კარგი დღე ქართული დემოკრატიისთვის”.    
       

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18