Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედია-მონიტორინგი დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 დეკ.'07 / 12:15

მედია-მონიტორინგის ჯგუფმა, რომელსაც პოლონელი აქტივისტი და ჟურნალისტი ადამ მიხნიკი ხელმძღვანელობს, პირველი სატელევიზიო განხილვა გამართა 14 დეკემბერს, რითაც ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.

ჯგუფის მიზანია დააკვირდეს ქართულ ტელესივრცეში არსებულ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს მომდევნო ორი თვის განმავლობაში. 7-კაციან ჯგუფში მიხნიკთან ერთად ასევე შედიან ქართველი ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

პირველ განხილვაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მოეწყო, ჯგუფის სამმა წევრმა მიიღო მონაწილეობა: ალექსანდრე რონდელმა,  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა; ლაშა ტუღუშმა, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა და თავად მიხნიკმა.

25-წუთიანი გადაცემის ფარგლებში მონაწილეებმა მედიის როლის უფრო ზოგად ასპექტებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდთან და საქართველოს ვითარებასთან მიმართებაში.  მომდევნო დისკუსიები, სავარაუდოდ, მიეძღვნება ქართული ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებს. გადაცემა კვირაში ერთხელ გავა ეთერში. თავად მიხნიკის გამოჩენა დისკუსიის წამყვანად მოულოდნელი იყო, რადგანაც ერთი დღით ადრე მან განაცხადა, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას სატელევიზიო განხილვებში.

ოთხივე ქართული ტელეკომპანია პოლიტიკურ თოქ-შოუებს თითქმის ყოველდღიურად აწყობს, სადაც დებატები ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იმართება, რაც იშვიათი მოვლენა იყო ნოემბრის მოვლენებამდე.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეცვალა თავისი პოლიტიკა სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის სასარგებლოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებშიც იღებენ მონაწილეობას. წელიწადნახევრის მანძილზე ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებდა ”იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებს.  

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8