Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა კერძო საკუთრების დამატებით გარანტიებზე მუშაობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 დეკ.'07 / 13:57

მთავრობამ დაიწყო იმ მექანიზმების შემუშავება, რომელიც დამატებით სამართლებრივ საფუძველს შექმნის კერძო საკუთრების დასაცავად. ამისთვის შესაძლოა კონსტიტუციაში დამატებების შეტანა  გახდეს საჭირო.

” მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, იმის შესახებ, კიდევ როგორ შეიძლება, თუნდაც კონსტიტუციური ცვლილების გზით, ხელისუფლების ყველა შტოს ამოქმედებით, გავაძლიეროთ იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში საკუთრება არის ხელშეუხებელი,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 18 დეკემბერს მთავრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.

”ამ საკითხზე მუშაობა უფრო გააქტიურდება, რათა უფრო ნათელი და მყარი გახდეს კონსტიტუციის დებულება ჩვენ ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით,” - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია: ”საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება... აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით”.

22 ნოემბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს, შეწყვიტონ სადავო ქონების ირგვლივ გამოძიება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებშიც სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამ დადგენილების მიღებით ხელისუფლებამ პოზიცია გარკვეულწილად შეარბილა. ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი ქონების ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა ის არ ვრცელდებოდა იმ კერძო საკუთრებაზე, რომელზეც საქმეები იყო აღძრული. სწორედ ამის გამო გააკრიტიკა კანონი მაშინ ოპოზიციამ.  

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12