Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატარკაციშვილი: სააკაშვილის რეჟიმი საშიში და დაუნდობელია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 დეკ.'07 / 10:38

პრეზიდენტობის კანდიდატმა და ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გააღიზიანა იმ სოციალური დახმარების ფართომასშტაბიანმა პროგრამებმა, რომელთა განხორციელებასაც ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საკუთარი ფულით გეგმავს.

პატარკაციშვილის სატელევიზიო განცხადება ტელეკომპანია ”იმედმა” 19 დეკემბერს საღამოს საინფორმაციო პროგრამაში გაუშვა. ტელეკომპანიის თქმით, განცხადების სრული ვერსია 20 დეკემბერს გამოქვეყნდება.

”ამ ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი დრო, რათა მოეგვარებინა უმუშევრობის პრობლემა, ბოლო მოეღო გაუსაძლისი სიღარიბისათვის,” - განაცხადა პატარკაციშვილმა, ”ამის მაგივრად, სააკაშვილის რეჟიმმა თანხები დახარჯა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, ხელკეტების შესაძენად და დამსჯელი რაზმების მოსამზადებლად. მე ამ დროს მთელ ჩემ თანხებს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ვახმარდი, ადამიანებს ვეხმარებოდი, დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის წყაროებს ვქმნიდი. შემოვიტანე საქართველოში ასეულობით მილიონი და ქვეყნიდან არც ერთი თეთრი არ წამიღია”.

”7 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმმა დაგვანახა თავისი ნამდვილი სახე, საშიში და დაუნდობელი. იმის მაგივრად, რომ მოენანიებინა და გადამდგარიყო თანამდებობიდან, მან [სააკაშვილმა] საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და დაარბია და დახურა ”ტელეიმედი”. შემდეგ გამოუცხადა საზოგადოებას ახალი სპექტაკლის დასაწყისი, რომელსაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჰქვია”.

იმავდროულად, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელები დეპუტატი ვალერი გელბახიანი და გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგა ჟვანია გუშინ გვიან ღამით ისრაელიდან დაბრუნდნენ, სადაც ბადრი პატარკაციშვილთან გამართეს შეხვედრა.

გელბახიანის განცხადებით, შტაბი პატარკაციშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას 21 დეკემბერს გამართავს და კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას კანდიდატის უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, რათა პატარკაციშვილმა შეძლოს თბილისში ჩამოსვლა და საარჩევნო კამპანიის წარმოება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35