Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
HRW-ი 7 ნოემბრის მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 დეკ.'07 / 14:10

7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებამ გამოაშკარავა, ”თუ რაოდენ არამყარია საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა”, დროა დასავლელმა პარტნიორებმა საჯაროდ გამოთქვან უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა .

ორგანიზაციამ 20 დეკემბერს გამოაქვეყნა 102-გვერდიანი ანგარიში: ”ზღვარს გადასვლა: საქართველოში დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლა და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევა”, რომელიც დეტალურად ასახავს 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ მომიტინგეებზე განხორციელებულ თავდასხმებსა და ”იმედის” დარბევას. 

”ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზღვარს გადავიდა, როდესაც პოლიციელები მისდევდნენ და ურტყამდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ემუქრებოდნენ და სცემდნენ ჟურნალისტებს,” - განაცხადა ჰოლი კარტნერმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, ”7 ნოემბრის ოპერაციები არ წარმოადგენდა წესრიგის დამყარების ლეგიტიმურ საშუალებას. მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, რეპუტაციას”.

Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მტკიცე მხარდაჭერას უწევდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ”ვარდების რევოლუციის” შედეგად. ”დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ საქართველოს ხელისუფლების საჯარო კრიტიკისაგან და ნდობით ეკიდებოდნენ მის არაერთხელ განცხადებულ კეთილ განზრახვებსა და რეფორმების გატარების დაპირებებს”, - ნათქვამია ანგარიშში.

”7 ნოემბრამდეც არსებობდა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელყოფდა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს, რომლებსაც ”ვარდების რევოლუციის” დროს ქადაგებდა,” - განაცხადა კარტნერმა, ”დროა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საჯაროდ გამოთქვან უკმაყოფილება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და დაჟინებით მოითხოვონ ანგარიშვალდებულება 7 ნოემბრის მოვლენების გამო”.

19 დეკემბერს კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group (ICG) ასევე მოუწოდა დასავლელმა მეგობრებმა ”ზეწოლა მოახდინონ სააკაშვილზე და მის ადმინისტრაციაზე, რათა მისი მზარდი ავტორიტარული კურსი” შეიცვალოს . 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12