Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
’პატარკაციშვილის დასაჭერად მტკიცებულება გააყალბეს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 დეკ.'07 / 11:00

ხელისუფლებამ ყალბი მტკიცებულება შექმნა, რათა პრეზიდენტობის კანდიდატის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დაგეგმილი დაპატიმრება გაემართლებინა, განაცხადა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბმა 20 დეკემბერს.

დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ნოემბერში დააპატიმრეს ყოფილი სამართალდამცავი და მოგვიანებით აიძულეს ყალბი ჩვენება მიეცა პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს ჩვენება პირადად ეხებოდა პატარკაციშვილს, რომელიც თითქოსდა შეთქმულებისთვის იარაღის შეძენას აფინანსებდა.  

ვალერი გელბახიანმა, რომელიც პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ჟურნალისტებს უჩვენა ვიდეომასალა, სადაც გადამდგარი პოლკოვნიკი რევაზ ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ ის აიძულეს ყალბი ჩვენება მიეცა პატარკაციშვილის წინააღმდეგ.

გელბახიანმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ჩაკვეტაძე - რომელიც მოძრაობა ”მამულიშვილის” წევრია (მოძრაობა გასული წლის სექტემბერში შეიქმნა და ძირითადად სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს აერთიანებს) – 12 ნოემბერს დააპატიმრეს, თუმცა მისგან ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ გაათავისუფლეს.

”მათ შემომთავაზეს ორი ვარიანტი,”- აცხადებს ჩაკვეტაძე ვიდეომასალაში, ”პირველი იყო ციხე მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებს ჩამიდებდნენ, ხოლო მეორე იყო თავისუფლება იმ პირობით, რომ ვიდეოკამერის წინ ტექსტს წავიკითხავდი. ტექსტში ნათქვამი იყო, რომ 2 ნოემბერს პატარკაციშვილმა საპროტესტო აქციაზე 2 მილიონი აშშ დოლარი მისცა ხაინდრავას და რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ 10 მილიონი აშშ დოლარი იარაღის შესაძენად. შემდეგ ტექსტში ნათქვამი იყო, რომ 7 ნოემბერს, როდესაც საპროტესტო აქცია დაარბიეს, იგეგმებოდა შეთქმულება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების - პარლამენტის და კანცელარიის - აღებით... მე დავთანხმდი ამ ჩვენების მიცემაზე, რათა თავი დამეღწია ციხიდან”.

ვალერი გელბახიანის განცხადებით, ჩაკვეტაძე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. მისი თქმით, ვიდეო მასალა იმიტომ გავრცელდა, რომ დაესწროთ ხელისუფლებისთვის ჩაკვეტაძის ყალბი ჩვენების გავრცელება.

მმართველმა პარტიამ უკვე გააკეთა კომენტარი ამ ბრალდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

”ეს განცხადება მაგონებს ასლან აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც მუდმივად აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები იგეგმებოდა,” - განუცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”ახლა იგივე მეთოდი გამოიყენება და ეს მოულოდნელობას არ წარმოადგენს, რადგანაც იგივე ხალხი [მან გელბახიანზე მიანიშნა] იყო აბაშიძის გარემოცვაში... უმჯობესია საარჩევნო პროგრამის გარშემო დებატებში ჩართვა”.

16 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც დაცვის ორ ფირმას, რომლებიც კავშირში იყვნენ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ჰქონდათ განზრახული.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32