Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის მერი: საქართველომ თავი უნდა დააღწიოს შავ ჭირს პატარკაციშვილის სახით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'07 / 14:38

ბადრი პატარკაციშვილი და მისი მოკავშირეები არიან ”შავი ჭირი” და ქვეყანამ ”თავი უნდა დააღწიოს” მათ, განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ 24 დეკემბერს.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, რომელიც მას შემდეგ მოიწვია პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, რაც გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი ეჭვმიტანილია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში.

”ქვეყანას შეესია ეშმაკი პატარკაციშვილის და გელბახიანის სახით. ეს შავი ჭირი უნდა მოიშოროს ქვეყანამ იმიტომ, რომ ეს არ არის უკვე ხელისუფლებასთან ბრძოლა, ეს არის ქვეყანასთან ბრძოლა,”- განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ”სახელმწიფო ამას გაუძლებს, სახელმწიფო ამას გადაიტანს, მაგრამ ეს არის თავზე მოხვეული ეშმაკი ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ ამას გავუძლებთ და საკადრის პასუხს გავცემთ”.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”საზოგადოებამ იხილა ჩვენი ძირითადი ოპონენტის [ბადრი პატარკაციშვილის] რეალური გეგმა”.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერში გელბახიანი საუბრობს 6 იანვარს, საპრეზიდენტო არჩვნების მეორე დღეს, მასობრივი არეულობის ინსპირირების, არჩევნების ჩაშლის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმებზე.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12