Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მიხეილ სააკაშვილი
/ 25 დეკ.'07 / 20:35

”მოითხოვეთ ადრეული არჩევნები - მიიღეთ კიდევ უფრო ადრეული არჩევნები,” მიმართა სააკაშვილმა ოპოზიციას 8 ნოემბერს - ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია ”იმედის” დახურვის მეორე დღეს და მან რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს დანიშნა.

40 წლის მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში 12 წლის წინ მოვიდა. ის პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის ”მოქალაქეთა კავშირის” სიით შევიდა. 1999 წელს სააკაშვილი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მაშინ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ახლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური კოალიციიდან ლევან გაჩეჩილაძე იყო.

2000 წელს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, თუმცა 2001 წელს მაშინდელ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან დაპირისპირების შედეგად ეს თანამდებობა დატოვა. შემდეგ მან ოპოზიციური პარტია ”ნაციონალური მოძრაობა” ჩამოაყალიბა, რომელმაც 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, ლეიბორისტული პარტიის შემდეგ. თუმცა, მაშინ ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან გარიგების შედეგად სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის დევიზი 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო ”საქართველო შევარდნაძის გარეშე”. არჩევნების გაყალბების თაობაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ტალღას ჩაუდგა სათავეში, რაც ”ვარდების რევოლუციით” დასრულდა.

2004 წელს სააკაშვილი ხმების 97%-ით საქართველოს პრეზიდენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სააკაშვილის პოპულარობა კლებულობდა, იგი სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით მაინც მაღალი რეიტინგით სარგებლობდა. სექტემბრის ბოლოს მისი ყოფილი მოკავშირის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამ და შემდეგ 7 ნოემბრის მოვლენებმა მთავარი დარტყმა მიაყენა სააკაშვილის პოპულარობას. ამჟამად, მისი საარჩევნო კამპანიის დევიზია ”საქართველო სიღარიბის გარეშე”.     

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28