Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხს საფრანგეთი გადაწყვეტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 დეკ.'07 / 17:28

გერმანიის ფედერაციის ნაცვლად, საფრანგეთი გადაწყვეტს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხს, რადგან ოქრუაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე საფრანგეთის ვიზით შევიდა.

ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად ექსტრადიციის გადაწყვეტილების მოლოდინში ბერლინის ციხეში იმყოფება, პოლიტიკური თავშესაფრისათვის თავდაპირველად გერმანიას მიმართა. თუმცა გერმანიამ ეს საქმე საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურთან გადაამისამართა, აცხადებენ ოქრუაშვილის თანაპარტიელები ”მოძრაობა ერთიანი საქართველოდან” და ხელისუფლების წარმომადგენლები. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება 3 იანვარს იქნება მიღებული.

იმავდროულად, გერმანიის სასამართლომ 6 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოქრუაშვილის ექსტრადიციის თაობაზე იმ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მიაწოდა. გერმანელმა სამართალდამცავებმა ოქრუაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 27 ნოემბერს დააკავეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17