Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ”რევოლუციური გუნდის” შეცვლას გეგმავს
/ 28 დეკ.'07 / 11:27
სივილ ჯორჯია

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას აღარ სჭირდება ”რევოლუციური გუნდი” და 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თავისი პოლიტიკური გუნდის ”ფუნდამენტალურ” ცვლილებას განახორციელებს.

28 დეკემბერს ღამით ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ თოქ-შოუში საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სამი წევრი დაასახელა, რომელთაც არ შეეხებათ დაგეგმილი ცვლილებები. ესენი არიან: პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

თუმცა, კითხვაზე, აპირებს თუ არა ის იმ ზოგიერთი გავლენიანი ფიგურის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლებიც ოპონენტების კრიტიკის მთავარი სამიზნეები იყვნენ, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე და დეპუტატები გიგა ბოკერია და მაია ნადირაძე, სააკაშვილმა ამ თემაზე კონკრეტული საუბრისგან თავი შეიკავა.   

პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ დეტალური ინფორმაცია ახალი გუნდის შესახებ მისი ინაუგურაციის მეორე დღეს გახდება ცნობილი. 

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ გადადგომის და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მას ”მორალური უფლება” აქვს შეცვალოს ზოგიერთი მისი უახლოესი მოკავშირეც კი.

”და მათ ასევე იციან ამის შესახებ და ამ საკითხზე სრული კონსენსუსია გუნდში,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ განახლება საჭიროა და ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ფუნდამენტალური ცვლილებებია საჭირო”.

”მე მჭირდება მანდატი, დიდი მანდატი ჩემი ხალხისგან, რათა განვახორციელო ახლანდელი პოლიტიკური გუნდის ფუნდამენტალური ცვლილება. ბევრი მათგანი ახალ ადგილს იპოვის, ზოგიერთი მათგანი სხვაგან გადავა და ზოგიერთი მათგანი წავა. მე მჭირდება გუნდი, რომელიც მიმართული იქნება სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ და რომელიც იგრძნობს თითოეული და ყველა ადამიანის სირთულეებს და პრობლემებს; მე მჭირდება გუნდი, რომელიც იქნება ერთი მთლიანი გული, მაგრამ პროფესიონალური გული”.

მისი თქმით, ”ფუნდამენტალური ცვლილებებია” საჭირო, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის გადასვლა განვითარების ახალ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

”განახლება საჭიროა იმიტომ, რომ ჩემი გუნდი, რომელიც ჩამოყალიბდა ოთხი წლის წინ, იყო რევოლუციური გუნდი, ძალიან გულანთებული და ენერგიული; საჭირო იყო ძალიან ბევრი გადამწყვეტი მოქმედებები, საჭირო იყო სიმკვეთრე ხანდახან, მათ შორის ზოგჯერ მტკივნეული ბევრი ადამიანისთვის,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ახლა მე მჭირდება გუნდი, რომელიც იქნება ბევრად უფრო პროფესიონალური, ბევრად უფრო დამჯდარი, ბევრად უფრო კონცენტრირებული, ბევრად უფრო ფართოდ დაკომპლექტებული სხვადასხვა პროფესიონალებით... არის ძალიან ბევრი ადამიანი ქვედა დონეზე, რომლებიც უნდა დაწინაურდნენ, რომლებიც გამოვლინდნენ ძალიან კარგად. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც გამოვლინდნენ ცუდად და ამას მე ძალიან კარგად ვამჩნევ და ძალიან სერიოზული განახლება მოხდება”.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილი მისი გუნდის მოსალოდნელ  განახლებაზე საუბრობს. 22 დეკემბერს გუნდის გადახალისებასთან ერთად, მან ასევე პირობა დადო, რომ უარს იტყვის მართვის რადიკალურ სტილზე. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა 21 დეკემბერს, რომ არჩევნების შემდეგ მმართველი ძალის პოლიტიკურ გუნდში ცვლილებები განხორციელდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21