Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა საახალწლო მიმართვაში ყურადღება აფხაზეთზე გაამახვილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 იან.'08 / 12:34

ქართულმა ტელევიზიებმა ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გაავრცელეს ზემო კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთადან. 

სააკაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომლის წინასაახალწლო მიმართვა ტელევიზიით გადაიცა. ამ მიმართვის შემდეგ გაკეთდა საქართველოს პატრიარქის ილია II-ის და ბოლოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიმართვები.

”ამ გაცისკროვნებული, განათებული ჩხალთიდან ჩვენ დავყურებთ ჯერ კიდევ განადგურებულ და დაცარიელებულ სოხუმს,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”მე მინდა მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს გალში და ვუთხრა მათ:  ამ დღეეებში ჩვენ ვართ მომსწრე თქვენი არნახული გმირობის. მე მინდა იცოდეთ, ჩემო ძმებო და დებო: ნურაფრის ნუ გეშინიათ; თუ თქვენ არ გამოგიშვებენ აქეთ მხარეს [ადმინისტრაციულ საზღვარზე] ჩვენ სულ მალე, ჩვენ ყველანი ჩამოგაკითხავთ თქვენს სახლებში. მე მინდა ვუთხრა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას: მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენი სახლები არ არის წყალტუბოში და წყნეთში; თქვენი სახლები არის გულრიფშში და სოხუმში; სულ მალე, თბილისის ზღვის ხედი - მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული -  შეიცვლება თქვენთვის ბიჭვინთის და ოჩამჩირის აკვატორიის ხედებით. ამას ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ... მე მინდა მივულოცო ახალი წელი საქართველოს ყველა ეთნიკურ ჯგუფს. ჩვენ ყველანი, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ვართ ამ ერთი უნიკალური ერთობის - ქართველი ხალხის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16