Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Freedom House: თავისუფლების ხარისხი საქართველოში გაუარესდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 იან.'08 / 12:05

2007 წელს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მკვეთრად არასწორი მიმართულებით განვითარდა, განაცხადა აშშ-ში განთავსებულმა ორგანიზაციამ Freedom House-მა 2 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

ორგანიზაციის ყოველწლიურ კვლევაში ”თავისუფლება მსოფლიოში”, საქართველო კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალის” კატეგორიაში რჩება. საქართველოს რეიტინგმა როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით, 2006 წელს არსებული ”3” კატეგორიიდან 2007 წელს ”4” კატეგორიაში გადაინაცვლა. კატეგორია ”1” საუკეთესოა, ხოლო ”7” ყველაზე სუსტი.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ”რეგრესის” მთავარი მიზეზი “მკვეთრად დანაწევრებული პოლიტიკური გარემო” გახდა. ”ალტერნატიული შეხედულებები - ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში -  გარიყულია,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”მიხეილ სააკაშვილი... დომინირებს პოლიტიკურ გარემოში და მას არ სურს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც იყოს ჩართული”.

თუმცა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციამაც ”უნდა მოახდინოს თავისი თავის დემონსტრირება, რომ შესწევს ჯანსაღი პოლიტიკური ალტერნატივების შეთავაზების უნარი”.

მოხსენების თანახმად, საქართველოში არსებული ”მყიფე მედია გარემო” ასევე მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიული სტანდარტები დაცული არ არის.

მოხსენების თანახმად, საქართველოს რეგრესი ასევე გამოიწვია ნოემბერში ”ძალის გადამეტებულმა გამოყენებამ მომიტინგეების წინააღმდეგ”, რასაც მოყვა საგანგებო მდგომარეობის შემოღება - პოლიტიკური საქმიანობის,  შეკრების უფლებისა და კერძო მედია მაუწყებლობის შეჩერების კომპონენტებით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19