Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 იან.'08 / 16:20

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. თუმცა უცნობია თავად ბიზნესმენი რას ფიქრობს ამ შეთავაზებაზე.

”პრემიერ-მინისტრის პოსტს ვთავაზობ ცნობილ მეცენატს და ბიზნესმენს ბატონ ბიძინა ივანიშვილს,”- განაცხადა ნათელაშვილმა 3 იანვარს საგანგებო პრესკონფერენციაზე, ”ბატონ ბიძინას ვთხოვთ დაიწყოს კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობის შექმნაზე, რომელსაც შემდგომ მოიწონებს უწმინდესი და უნეტარესი, აგრეთვე სრულიად საქართველოს წმინდა სინოდი. ეს იქნება ჭყონდიდელის საქართველოს კონცეფციის განვითარება, რასაც ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას”.

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი 1990-იან წლებში რუსეთში დაიწყო, საქართველოში ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, თუმცა იგი ამის აფიშირებისაგან კატეგორიულად იკავებს თავს.  ივანიშვილი ტელეეკრანებზე არასოდეს ჩნდება და ასევე იშვიათია მისი ინტერვიუები პრესაში. მას არასოდეს გამოუხატავს პოლიტიკური ამბიციები. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მან საქართველოში ბიზნეს-წილების უმეტესობა გაყიდა, თუმცა საქველმოქმედო საქმიანობას დღემდე აგრძელებს.

2007 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში Forbes-მა ივანიშვილის ქონება 4,7 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. 2006 წლის ანალოგიურ რეიტინგში მას 3,9 მლრდ დოლარი ჰქონდა.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანდიდატურა, რომელიც შევთავაზეთ საქართველოს, არის ზეპარტიული, არის სრულიად მისაღები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. მან გაიარა გზა რიგითი ადამიანიდან აი ასეთ სიმაღლეებამდე, ჩაატარა ქველმოქმედება უანგაროდ, ისე რომ არ მოუთხოვია არანაიარი ტაში, თანამდებობა და არ ჰქონია პოლიტიკაში მოსვლის აკვიატებული სურვილი,”- განაცხადა ნათელაშვილმა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ნათელაშვილი ასევე დაპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში გაუქმდება საპრეზიდენტო მმართველობის არსებული მოდელი, სადაც პრეზიდენტი ყველა დანარჩენ სახელისუფლებო შტოზე ძლიერია.

მისი თქმით, უკვე შეიქმნა საკონსტიტუციო საბჭო დეპუტატ გია მეფარიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მმართველობის ახალ კონსტიტუციურ მოდელს შეიმუშავებს. მეფარიშვილი ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს გენერალური პროკურორი იყო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45