Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატარკაციშვილი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას განაგრძობს
/ 4 იან.'08 / 12:25
სივილ ჯორჯია

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეცვალა თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება და 3 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ განაგრძობს ბრძოლას ”პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად”.

”მე მივიღე გადაწყვეტილება არ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და გავაგრძელო ბრძოლა   პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად... ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა, დამოუკიდებელი პარლამენტითა და სასამართლოთი,” - ნათქვამია განცხადებაში, ” ყველა ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა ამომრჩეველთა 20-25 პროცენტს არ აღემატება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სხვა შედეგი სააკაშვილის სასარგებლოდ წარმოადგენს არჩევნების ფალსიფიკაციას”.

პატარკაციშვილი ასევე აცხადებს, რომ მან თავისი გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან გამართული საუბრის შემდეგ შეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ”ჩვენ არ შევხებივართ არჩევნების საკითხს”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხსენებამ ამ კონტექსტში უბიძგა საპატრიარქოს მაშინვე გამიჯვნოდა პატარკაციშვილის განცხადებას.

”პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა, არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ეკლესია გამოთქვამს წუხილს, რომ კიდევ ერთხელ  აქვს ადგილი რელიგიური ფაქტორის გამოყენებას პოლიტიკურ ასპექტში. ეკლესიის წარმოჩენა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად არის ყოვლად  დაუშვებელი,” - განაცხადა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განცხადებაში, რომელიც პატარკაციშვილის განცხადებიდან ცოტა ხანში გამოქვეყნდა.

პატარკაციშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, თუმცა ოფიციალური განაცხადის გაკეთებისაგან იმ ეტაპზე თავი შეიკავა. მის შტაბს ცესკო-სთვის შესაბამისი განაცხადით 4 იანვარს უნდა მიემართა. 

პატარკაციშვილმა პირველი განცხადება საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის თაობაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა. აუდიო ჩანაწერის შინაარსი ასეთი იყო: პატარკაციშვილი სთავაზობდა სოდ-ის უფროსს ერეკლე კოდუას 100 მლნ აშშ დოლარს არჩევნების შემდგომის არეულობის დროს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განეიტრალების სანაცვლოდ. ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც პატარკაციშვილი ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლებს მიმართავს, ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ მან მართლაც შესთავაზა ეს თანხა, თუმცა მისი თქმით, მისი განზრახვა იყო სისხლისღვრის თავიდან აცილება არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების შემთხვევაში.

”ყველა ფარული ჩანაწერი, რომელიც გახმოვანდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას  და შეთითხნილია  ჩემი დისკრედიტაციის მიზნით,” - განაცხადა პატარკაციშვილმა 3 იანვრის განცხადებაში, ”სააკაშვილი თქვენთვის და თქვენი მომავლისათვის კი არ იბრძვის, არამედ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის, რათა თავი აარიდოს  პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულობებისათვის. მხოლოდ ჩვენ ყველას ერთად შეგწევს ძალა დავამარცხოთ დანაშაულებრივი რეჟიმი”.    

მან ასევე განაცხადა, რომ იგი შეასრულებს ყველა წინასაარჩევნო დაპირებას და დახარჯავს 1.5 მილიარდ ლარს საკუთარი სახსრებიდან სოციალური დახმარების პროგრამებზე და მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის და ელექტროენერგიის საფასურის დასაფარავად 18 თვის მანძილზე.

წერილობითი განცხადებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა პატარკაციშვილის ვიდეო მიმართვა, რომელშიც მან გაიმეორა ყველაფერი ის, რაც განცხადების ტექსტში იყო ნათქვამი. ქართულმა ტელეკომპანიებმა ამ ვიდეო მიმართვის მხოლოდ ნაწილი აჩვენებს, რამაც პატარკაციშვილის პროტესტი გამოიწვია.

მორიგ წერილობით განცხადებაში, რომელიც 3 იანვარს მოგვიანებით გავრცელდა, პატარკაციშვილმა პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნა გაშუქებული მისი მიმართვის ის ნაწილები, რომელშიც ის სააკაშვილს აკრიტიკებდა და პირობას დებდა, რომ 1.5 მილიარდ ლარს დახარჯავდა სოციალური დახმარების პროგრამებისთვის. 

”გთხოვთ დაავალდებულოთ დაუყოვნებლივ გაავრცელონ ჩემი ვიდეო მიმართვის სრული ვერსია ტელეკომპანიებმა: ”რუსთავი 2”, ”მზე”, საზოგადოებრივ მაუწყებელი და შეწყვიტონ ჩემი დისკრიმინაცია,” - განაცხადა პატარკაციშვილმა, ”ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანია არ შეესაბამება დემოკრატიული სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებს”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23