Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაჩეჩილაძის მომხრეები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 იან.'08 / 17:14

თუ არ აღიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომ არჩევნები გაყალბდა და არ დაინიშნავს მეორე ტურს, 8 იანვრიდან ოპოზიციური კოალიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

ამ გადაწყვეტილებით დაიშალა დღეს რიყეზე გამართული მიტინგი, რომელშიც რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. აქციაზე ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა ლევან გაჩეჩილაძე არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადეს.

”საქართველოსთვის ოფიციალურად დასრულდა სააკაშვილის ხელისუფლება -  გუშინ დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი. ყველაზე დიდი დამარცხება მან იწვნია თბილისში,”- განუცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია თორთლაძემ მომიტინგეებს, ”არცერთი ნაბიჯი უკან... შემდგომი ჩვენი მოქმედება გადავა ნაწილი სასამართლოში, ნაწილი ყოველდღიურ შეხვედრებში, ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში”.

კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც აცხადებს, რომ მოუგო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს,  მიტინგზე გამოსვლისას ისაუბრა  სატელევიზიო ტერორზე, რომელიც მისი გუნდის წინააღმდეგ ხორციელდება.

”გუშინ დაიწყო სატელევიზიო ტერორი სამი არხის [”რუსთავი 2”, ”მზე”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”] მიერ,”- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, ”საზოგადოებრივ არხს ჩვენ ხელფასს ვაძლევთ და თვინონ ასეთ ტერორში გვაყენებენ. ეს მიუღებელია. არ შეიძლება არცერთი ჟურნალისტი იყოს თანამონაწილე ტერორისა. ჩვენ ამით საქართველოში მოვიყვანთ დიქტატურას და ეს იქნება ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვინც არის დღეს დიქტატურაში თანამონაწილე. ეს მინდა ვთქვა მთელი მსოფლიოს გასაგონად იმიტომ, რომ შეუძლებელია იმყოფებოდე წრეში ტერორისა, მაგრამ მიუხედავად დიდი გაყალბებების შემართებისა, მიუხედავად სატელევიზიო თუ პოლიციური ტერორისა, ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ვართ ძალიან მაგრები”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17