Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ახალ მთავრობაში პოლიტიკურ ოპონენტებს იწვევს
/ 9 იან.'08 / 12:18
სივილ ჯორჯია

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მომავალი მთავრობა იქნება ”ბევრად უფრო ყოვლისმომცველი” და მზადყოფნა გამოხატა, რომ ახალ მთავრობაში პოლიტიკური ოპონენტებიც მოიწვიოს.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა Primetime-ში 8 იანვარს საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა: ”ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი აზრი განსხვავებულია... ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა საარჩევნო უბნებში და ძალიან ბევრმა ხალხმა ჩვენ არ მოგვცა ხმა. მაგრამ ვერავინ ვერასდროს იმ ხალხის აზრს, რომელმაც ჩვენ არ მოგვცა ხმა, ვერ გაუკეთებს იგნორირებას ”.

”უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ოპოზიციაზე, ჩვენ სერიოზულად უნდა გადავხედოთ აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობას და მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო უნდა გავაფართოვოთ იმ პირთა წრე, რომლებიც უნდა იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე მიწვეული,” - განაცხადა სააკაშვილმა. 

სატელევიზიო თოქშოუ სააკაშვილის მონაწილეობით, რომელიც ჩვეულებრივ ორშაბათობით და ხუთშაბათობით გადის, სწორედ იმ დღეს გაიმართა, როდესაც ოპოზიციურმა კოალიციამ მწვავე განცხადებები გააკეთა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების თითქმის უმეტესობის დათვლის შედეგად, სააკაშვილის ხმების 52% აქვს, რითიც მეორე ტურის გამართვის საჭიროება აღარ არსებობს; თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების მანიპულირება რომ არ მოეხდინა, მეორე ტური გარდაუვალი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებს იგებს, თბილისში მას მისი ოპონენტი ოპოზიციური კოალიციიდან ლევან გაჩეჩილაძე უსწრებს.

თოქშოუში საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდება იმ პირების მოწვევაზე მთავრობაში, რომლებიც შესაძლოა ოპოზიციური პარტიების წევრები იყვნენ.

”თუ ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებს და ასეთი პარტიები ბევრია, ჰყავს - და მე ვიცი, რომ ჰყავს - მშვიდი, ორგანიზებული, ღირსეული პატრიოტები და პროფესიონალები, მე მიმაჩნია, რომ მთავრობაში შეიძლება მათთვის გავხსნათ ადგილი,” - განაცხადა მან, ”მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის პარტიებს შორის გარიგების თემა. მე მიმაჩნია, რომ ინდივიდუალურად ყველა ადამიანს უნდა ველაპარაკოთ მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა... ეს არ არის ფორმალური კოალიციის საკითხი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ბევრი ღირსეული ადამიანია, მათ შორის ისინიც, რომლებიც ტელეეკრანებზე ჩნდებიან და ჩვენ გვაკრიტიკებენ, მათ შორის არიან პროფესიონალები და პატრიოტები. ჩვენ ამ ხალხს დაველაპარებით”.

”ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს სამთავრობო პოსტები არ გადანაწილდება მხოლოდ ადამიანის პარტიული კუთვნილების საფუძველზე. ეს არის ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, რადგანაც ჩემი მეორე ვადის შემდეგ მინდა დავტოვო დემოკრატიული საქართველო და არა პარტიაზე დაფუძნებული საქართველო,” - განაცხადა სააკაშვილმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ის აპირებს ”სერიოზული ცვლილებები შეიტანოს” თავის პარტიულ სიაში საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც, მისი თქმით, აპრილში ან მაისში გაიმართება.  

”ჩვენ მოვიწვეთ [პარტიულ სიაში] და მათ შორის ჩემ გუნდში, ახალ, საინტერესო და პროფესიონალურ ადამიანებს და შესაძლოა სხვა პარტიებიდანაც ავიყვანოთ,” - განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებული პლებისციტის წინასწარი ოფიციალური შედეგები, ეგზით პოლების შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა ხმა მისცა არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, ნაცვლად 2008 წლის შემოდგომისა, როგორც ამას ხელისუფლება მოითხოვდა.

სააკაშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებას უჭერდა მხარს, შეცვალა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ის მიესალმება არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ახლა მის ინტერესებში შედის საპარლამენტო არჩევნების გამართვა გაზაფხულზე. ”ამრიგად, მე მხოლოდ მივესალმები პლებისციტის შედეგებს,” - განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი ბევრ დროს არ დაკარგავს საპარლამენტო არჩევნების წინ კამპანიაზე და რომ ის მხოლოდ არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე ჩაერთვება კამპანიაში.

”რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი კურსის მხარდამჭერები იყვნენ პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შევქმნა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის ისეთი მოდელი, რომელიც დაგვეხმარება გვქონდეს მაქსიმალური კონსენსუსი ძირითადად საკითხებზე. ჩვენი მიზანია არ დავუშვათ ზედმეტად პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია პარლამენტში, რაც თავის მხრივ დაბლოკავს იმ ინიციატივებს, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის აპირებს შექმნას ყოვლისმომცველი ჯგუფი, რომელიც მოამზადებს 50-დღიან ამოქმედო გეგმას იმ სასწრაფო ზომების თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისი წინასაარჩევნო დევიზის - საქართველო სიღარიბის გარეშე - განსახორციელებლად.

თოქშოუში მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში და მაგალითად მოიყვანა საკუთრების უფლების შელახვის პრობლემები, რამაც, მისი თქმით, ”დაუცველობის გრძნობა” წარმოშვა. მისი თქმით, დაგეგმილია დამატებითი კონსტიტუციური გარანტიების შემუშავება საკუთრების უფლების დაცვის მიზნით.

მისი ვარაუდით, თბილისში მისი წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა გახდა საკუთრების ხელყოფის ის შემთხვევები, რომელთაც ძირითადად დედაქალაქში ჰქონდა ადგილი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39