Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია პირდაპირ საეთერო დროს ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 იან.'08 / 16:07

ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და ათობით მისი მხარდამჭერი 9 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეიკრიბნენ და პირდაპირი საეთერო დრო მოითხოვეს.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა, რომელიც გარეთ გამოვიდა ოპოზიციის ლიდერებთან შესახვედრად, განუცხადა მათ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის გაჩეჩილაძის მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი განცხადებები გაუშვას.

”ჩვენ მზად ვართ სრულად გავუშვათ მისი ჩაწერილი გზავნილი, მონტაჟის გარეშე, თუ, რა თქმა უნდა, ეს გზავნილი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ მოწოდებებს,” განაცადა მან, რითიც ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.

”მომეცით პირდაპირი ეთერი,” - ყვიროდა ლევან გაჩეჩილაძე, ”თქვენ ხელფასს ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებთ... თქვენ სამარცხვინო ტელევიზია ხართ”.

ოპოზიციის განცხადებით, საზოგადოება ვაკუუმშია, რადგანაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2 და მზე - არ აშუქებენ ინფორმაციას არჩევნების გაყალბების შესახებ, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.

სამივე ტელეკომპანიით არჩევნებამდე ყოველდღე გადიოდა პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ თოქშოუები, თუმცა არჩევნების შეწყდა. ერთადერთი თოქშოუ, რომელიც არჩევნების შემდეგ გადაიცა, იყო ”რუსთავი 2”-ზე გუშინ ღამეს გასული დაუგეგმავი Primetime-ი (ჩვეულებრივ ეს გადაცემა ორშაბათობით და ხუთშაბათობით გადის ეთერში), სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო მოწვეული. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ თოქშოუებს მომავალი კვირიდან განაახლებს. ერთადერთი ტელევიზია, რომლის ხშირი სტუმრებიც ოპოზიციური პოლიტიკოსები არიან, არის ”კავკასია”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს.   

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ თავის წინასწარ დასკვნებში განაცხადა, რომ ორმა ტელეკომპანიებმა - ”რუსთავი 2” და ”მზე”-  ”აშკარა მხარდაჭერა” გამოავლინეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაუთმეს რა მას ეთერის ყველაზე ყურებადი დრო. ”მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატი საზოგადოებრივ მაუწყებელში დაბალანსებულად შუქდებოდა, იგრძნობოდა ტონი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ,” - ნათქვამია დასკვნებში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41