Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გერმანიამ ოქრუაშვილი საფრანგეთს გადასცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 იან.'08 / 10:51

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გერმანიიდან საფრანგეთში იქნა გადაყვანილი, იტყობინება ქართული მედია.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიამ ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხი საფრანგეთს გადასცა გადასაწყვეტად, რადგან ოქრუაშვილი ევროკავშირის სივრცეში საფრანგეთის ვიზით შევიდა. გარდა ამისა, საფრანგეთს ასევე მოუწევს განიხილოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოში ექსტრადირების საკითხიც.  

ოქრუაშვილი გერმანიაში ნოემბრის ბოლოს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც საქართველომ მისი ექსტრადირება მოითხოვა. 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა თბილისში ოპოზიციური პარტია დააარსა, თუმცა ორ დღეში ის დააპატიმრეს და ფულის გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში და სამსახურებლივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით, ის 10 მილიონი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 1 ნოემბერს, გენერალური პროკურატურის განცხადებით, ოქრუაშვილს ნება დაერთო გერმანიაში გამგზავრებულიყო სამკურნალოდ. თუმცა, მოგვიანებით ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის იძულებით ჩასვეს თვითმფრინავში და გერმანიაში გაუშვეს.

მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოქრუაშვილი მისი ერთ-ერთი დიდი შეცდომა იყო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9