Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ეს იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 იან.'08 / 12:30

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 13 იანვარს ხმათა 53%-ით მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა, ხაზი გაუსვა, რომ 5 იანვრის არჩევნები იყო ”ყველაზე დემოკრატიული” საქართველოში.

”დღევანდელი დღე არის ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე და საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი დღე,”- განაცხადა სააკაშვილმა 13 იანვარს, ”ეს არის გამარჯვება, როგორც იმ პარტიებისთვის, რომელიც ჩემ მხარეს იდგა, ასევე ქართული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ მე იმედი მაქვს, რომ დემოკრატიის წინსვლასთან ერთად და ეს იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოში, საქართველოში იქნება ნაკლები მარგინალიზაცია ოპოზიციის, იქნება მეტი სოლიდურობა, მეტი პოლიტიკური დიალოგი, მეტი ურთიერთგაცვლა და ყველა ჯგუფის მეტი მონაწილეობა საქართველოს განვითარებაში”.

მან ეს განცხადება ძველით ახალი წლის დადგომამდე მოხუცებულთა თავშესაფარში სტუმრობისას გააკეთა. 

”ჩვენმა ხალხმა მომცა სრულიად ნათელი მანდატი იმისათვის, რომ საქართველო გავათავისუფლო სიღარიბისგან და საქართველო გავაერთიანო,”- აღნიშნა მან ”ჩვენ ამას მივაღწევთ, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული... საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს”.

ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ის გამარჯვებულად გამოცხადდა. თუმცა ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის, რომელმაც ხმათა 25% მოიპოვა. ამ მოთხოვნით 13 იანვარს თბილისში ოპოზიციის მრავალათასიანი მანიფესტაცია გაიმართა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33