Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხიდაშელი: დასავლეთი ან სააკაშვილთან უნდა დადგეს, ან საქართველოსთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 იან.'08 / 18:51

ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გაზეთ ”რეზონანსის” ყოველკვირეულ გამოცემას ”მთელი კვირა” განუცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ან მიხეილ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი, ან საქართველოს.

ხიდაშელის თქმით, სააკაშვილი ან უნდა დათანხმდეს არჩევნების მეორე ტურზე, ან ის არ იქნება აღიარებული პრეზიდენტი.

მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ს დადებითი პოზიცია არჩევნების მიმართ და განაცხადა, რომ ”ყველამ კარგად იცის”, რომ ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, რომელიც არის სააკაშვილის ”პირადი მეგობარი”. ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ დარღვევების შესახებ ყველა დოკუმენტი წარუდგინა აშშ-ს ელჩს საქართველოში, და ”თითოეული ადამიანის წესიერების ხარისხზეა დამოუკიდებული, რამდენიმად გამოიყენებს ამას, ან თაროზე შემოდებს და საერთოდ არ წაიკითხავს”. ”ჩვენ ყველას ვაძლევთ შანსს, რომ ნახოს სიმართლე, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული,” - დასძინა მან.

ხიდაშელის განცხადებები ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი იყო. მისი თქმით, გამოქვეყნებული დასკვნები ჯერ საბოლოო არ არის. ”ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,” - განაცხადა მან. მისი ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება კონსერვატორული პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებისგან, რომლის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 12 იანვარს განაცხადა, რომ ”ეუთოს დამკვირვებლების უმეტესობა არჩევნების დღეს ნასვამი იყო”.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13