Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოპოზიციასთან შეთანხმებას მივაღწიეთ - ბურჯანაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 იან.'08 / 11:45

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სულ 8 საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციის ”უფლებამოსილ წარმომადგენელთან” და ერთ საკითხზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის თაობაზე  - უკვე იქნა მიღწეული შეთანხმება.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დარჩენილი სამი წევრი (ფრიდონ თოდუა, რუსუდან სებისკვერაძე, მამუკა ხერხეულიძე)მზადაა დატოვოს თანამდებობები, რის შემდეგაც ეს ორგანო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ”შეთანხმებისა და გარკვეული პარიტეტის” საფუძველზე დაკომპლექტდება.

”ამ საბჭოს ექნება ძალიან სერიოზული ფუნქციები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სერიოზულად აამაღლებს საზოგადოების ნდობას და პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლისათვის მისაღები იქნება ის სტანდარტი, რომელიც დაწესდება,”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, რომ საზოგადოებრივი არხის მუშაობასთან დაკავშირებით პირადად მასაც ჰქონდა შენიშვნები.

მან არ დააკონკრეტა შეეხება თუ არა ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, თუმცა აღნიშნა, რომ რიგით ჟურნალისტებზე ”პოლიტიკური შეთანხმებები” არ გავრცელდება.

ოპოზიციური კოალიცია ბოლო დროს მუდმივად აკრიტიკებდა საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობის გამო და არხზე პირდაპირი ეთერით სარგებლობის საშუალებას მოითხოვდა, მათ შორის საპროტესტო აქციები გზითაც.

”მოლაპარაკებების რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოიკვეთა დაახლოებით 8 საკითხამდე, რომლებიც ქვეყნისათვის ნამდვილად პოზიტიურია და რეალური შესაძლებლობები ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებისა ნამდვილად არსებობს,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მე იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებითაც ასეთივე ნაბიჯებით ვივლით წინ”. 

თუმცა მან არ დააკონკრეტა დანარჩენი 7 თემა, რაზეც ოპოზიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43