Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაზე 23 მილიონი ლარი დაიხარჯა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 იან.'08 / 16:11

მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) გაგზავნილი ფინანსური აღრიცხვის დოკუმენტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიაზე 22 986 081 ლარი დაიხარჯა.

ამ ხარჯების უდიდესი წილი პოლიტიკურ სატელევიზიო რეკლამებზე მოდის - 12 469 530 ლარი; ამ თანხაში ასევე შედის რეკლამის დამზადების ხარჯები.

ცესკო-ს დაკვეთით წარმოებული მედია მონიტორინგის თანახმად, 10 დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისთვის 12 საათი და 40 წუთის საეთერო დრო გამოიყენა. ყველაზე ძვირიანი სარეკლამო დრო ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო გადაცემებში იყო, რომლის ფასიც 715 აშშ დოლარიდან 9 350 აშშ დოლარამდე მერყეობდა 30 წამზე. ყველაზე იაფი დრო 120 აშშ დოლარიდან 220 აშშ დოლარამდე მერყეობდა 30 წამზე.

შემდეგ მოდის ხარჯები კამპანიის მხარდამჭერი აქციებისთვის, შოუებისთვის, კონცერტებისა და შეხვედრების ფართების დაქირავებისთვის - 3 601 174 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, 2 322 522 ლარი დაიხარჯა რეკლამებისთვის ბეჭდურ მედიაში, ასევე ბილბორდების დაქირავებისთვის. 1 832 991 ლარი დაიხარჯა სხვადასხვა სარეკლამო მასალების და ფლეიერების დაბეჭდვაზე; საარჩევნო შტაბის თანამშრომლების ხელფასების სახით 967 533 ლარი გაიცა, ხოლო სხვა ხარჯებმა კომუნიკაციის და ტრანსპორტის ჩათვლით - 1 643 054 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, 143 257 ლარი დაიხარჯა საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩასატარებლად. ხარჯების დეტალურ სიაში მოცემულია ორი კვლევითი ჯგუფი, რომელსაც სააკაშვილის საარჩევნო შტაბმა გამოკითხვის ჩატარება დაუკვეთა: BCG და ACT, რომელთაც მომსახურებისთვის 41 305 და 67 968 ლარი გადაუხადეს, შესაბამისად. თუმცა, ამ სიაში არ არის შესული ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner (GQR), რომელსაც ასევე დაუკვეთა კვლევის ჩატარება სააკაშვილის შტაბმა.

სულ, დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილის შტაბმა 22 986 118 ლარი შეაგროვა. სულ, 101 ფიზიკურმა პირმა და 161 კომპანიამ გადარიცხა თანხა სააკაშვილის საარჩევნო ფონდში. კანონის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატს შეუძლია მოიზიდოს მაქსიმუმ 30 000 ლარი ერთი ფიზიკური პირისგან და 100 000 ლარი იურიდიული პირისგან. ფინანსურ დოკუმენტში ის კერძო პირები და კომპანიებიცაა ჩამოთვლილი, რომელთაც ფული გადარიცხეს სააკაშვილის შტაბში.

დანარჩენმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფონდების ფინანსურ ანგარიშები ცესკო-ში 5 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.  სააკაშვილის, როგორც გამარჯვებული კანდიდატის, საარჩევნო შტაბს საარჩევნო კოდექსი ანგარიშის წარდგენას 13 იანვრამდე ავალდებულებდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34