Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”დასავლეთი ვალშია ქართველ ხალხთან” - ოპოზიციის ლიდერი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 იან.'08 / 14:27

ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ის შეეცდება განაგრძოს ზეწოლა ხელისუფლებაზე ქვეყნის დასავლელი მოკავშირეების საშუალებით, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი პირობები გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 21 იანვარს განაცხადა, რომ მას შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს აშშ-ს და ევროპის მთავრობები ”ახლა ვალშია ქართველ ხალხთან” მას შემდეგ, რაც მათ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითი შეფასება მისცეს, რომელიც, მისი თქმით, ფაქტიურად გაყალბდა.

”მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროპული სახელმწიფოები - თუმცა ამას საჯაროდ არავინ აღიარებს - ახლა ვალშია ქართველ ხალხთან და რისი გაკეთებაც მათ ვერ შეძლეს ან არ გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ახლა ამას საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში გააკეთებენ,” - განუცხადა უსუფაშვილმა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს.

მან დასავლეთის სახელმწიფოების მიერ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ძირითადად დადებითად შეფასება იმ ფაქტით ახსნა, რომ მათ შესაძლო არეულობების შეეშინდათ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საზოგადოება არჩევნებს უკანონოდ გამოაცხადებდა.

”არც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ან უცხოეთის ხელისუფლებამ არ განაცხადა ამის თაობაზე საჯაროდ, მაგრამ მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მათ ყველამ ერთი მარტივი კითხვა დასვეს: რა არის ალტერნატივა? რა მოხდება საქართველოში, თუ ჩვენ საჯაროდ ვიტყვით, რაც ვიხილეთ საქართველოში [არჩევნების დროს]? - განაცხადა უსუფაშვილმა, ”და მათ დაინახეს, რომ საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება არ არის 2003 წლის ნოემბრის ანალოგიური, როდესაც ხალხმა შეძლო თავისი ხმების მშვიდობიანად დაცვა; ამის ნაცვლად მათ დაინახეს, რომ არჩევნების შესახებ სიმართლის თქმის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, რომ გაბრაზებული ხალხი შეეჯახებოდა პოლიციას და რეპრესიულ მანქანას და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის მითი, რომ ქართული პოლიცია არ ესვრის ქართველ ხალხს, 7 ნოემბერს გაქარწყლდა... ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რაც ეფუძნება შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციის და უცხოური მთავრობის მრავალ წარმომადგენელთან. როგორც ჩანს, მათი პოზიციაა, რომ თანდათან და არა დაუყონებლივ, მოაგვარონ პრობლემები საპარლამენტო არჩევნების წინ... მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ რადიკალურები საერთაშორისო საზოგადოების როლის შეფასებისას”.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უსამართლო იქნება ”ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის” დადანაშაულება მიკერძოებაში. იგი მიესალმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედურ მოხსენებას, რომელშიც არჩევნების შემდგომი პერიოდი მწვავედ იყო გაკრიტიკებული.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიალოგი პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან კვლავაც გაგრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციების, საზოგადოებრივი ტელევიზიის რეფორმირებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის გამჭირვალობის ზრდის თაობაზე. მისი თქმით, ეს არის მთავარი საკითხები თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად. ოპოზიციის თქმით, ის არ ცნობს სააკაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და სანაცვლოდ დიალოგი პარლამენტთან ექნება.

ოპოზიციას სურს, რომ თანაბარი წარმომადგენლობა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციების ყველა დონეზე, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების გზით დაინიშნოს. 

ამასობაში, ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ 22 იანვარს აშშ-ს საელჩოს წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ”ჩვენ მოვუწოდებთ [აშშ-ს ხელისუფლებას] არ დაუჭიროს მხარი გაყალბებას და ძალადობას საქართველოში და დადგეს ქართველი ხალხის გვერდზე,” - განაცხადა დავითაშვილმა 21 იანვარს.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხის პარტია ოპოზიციურ კოალიციაში შედის, ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქცია ამ პარტიის დამოუკიდებელი ინიციატივაა.


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17