Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აჭარის ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების ზაფხულში ჩატარებას მოითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 იან.'08 / 15:29

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარებას ყველა სხვა არჩევნებისაგან დამოუკიდებლად, ზაფხულის დასაწყისში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს.  

”აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, კონსტიტუციურ ვადაში ზაფხულის დასაწყისში და არა 2008 წლის მიწურულს, როგორც ეს დაგეგმილია”, - განაცხადა 21 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან რომან დუმბაძემ.

2006 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე ერთდროულად უნდა გამართულიყო. თუმცა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გამართულ პლებისციტზე ამომრჩეველთა 79.7%-მა  საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანას დაუჭირა მხარი.  ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ გაფორმებას საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რომან დუმბაძემ ასევე აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნებს არ უნდა დაემთხვეს.

”წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მიტინგები გადმოინაცვლებს აჭარის ადმინისტრაციის წინ,”- აღნიშნა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11