Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
’აშშ-ს მთავრობამ თვალი დახუჭა არჩევნების გაყალბებაზე’ - კობა დავითაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 იან.'08 / 16:27

საქართველოში აშშ-ს საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა გააპროტესტა აშშ-ს მთავრობის პოზიცია საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ”მათ თვალი დახუჭეს უამრავ სიყალბეზე, ძალადობაზე, რომელიც მოხდა არჩევნების დღეს”.

”რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სერიოზული მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ფალსიფიკაცია, სიყალბე და ძალადობა ვერ გაიმარჯვებდა. ეს არის სიმართლე და ჩვენ ეს სიმართლე ყველამ კარგად ვიცით,”- განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილი ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა დღევანდელი აქცია აშშ-ს საელჩოს წინ მისმა ხალხის პარტიამ დამოუკიდებლად მოაწყო. აქციაზე ასობით  საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა.

დავითაშვილის განცხადებით, აქციის მიზანი იყო მათი შეხედულებების შესახებ ამერიკის საზოგადოების ინფორმირება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს მეგობრობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22