Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია თებერვლის შუა რიცხვებიდან საპროტესტო აქციებს გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 იან.'08 / 10:51

ოპოზიცია თებერვლის შუა რიცხვებიდან პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს, თუ ხელისუფლება ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმში გახმოვანებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავა, განაცხადა ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 28 იანვარს. მემორანდუმს ოპოზიცია 29 იანვარს გაახმოვანებს.

”ამ მოთხოვნებში შედის სამი ძირითადი მიმართულება: სამართლიანი სასამართლო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება პარიტეტულ საფუძველზე და მედიის თავისუფალი მაუწყებლობა,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ გადაცემა Primetime-ში საუბრისას, ”მემორანდუმში ამ მოთხოვნების დეტალებზეა საუბარი”.

”ეს არის გაფრთხილება ხელისუფლების მიმართ. თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება უკომპრომისო ბრძოლა და პერმანენტული საპროტესტო აქციები, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება... მე ბოლომდე ვიბრძოლებ,”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ეს მოთხოვნები მიზნად ისახავს სამართლიანი გარემოს შექმნას საპარლამენტო არჩევნების წინ და თუ ეს პირობები არ შეიქმნება, ”პირადად მე უაზრობად მიმაჩნია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც კი”.

გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გაერთიანებული ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია სამართლიანი გარემოს შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე ოპოზიცია ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუ დამოუკიდებლად.     

”თუ დავინახავთ, რომ 5 იანვარი მეორდება, ვფიქრობ, ოპოზიცია საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შემდეგ მან ახალი მთავრობა გააკრიტიკა და მას ”ანტი-ქართული” უწოდა.  მან განსაკუთრებით გია ნოდიას, განათლების მინისტრობის კანდიდატს, შეუტია, რომელსაც ”ნომერ პირველი ანტი-ქართველი” უწოდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12