Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ულტიმატუმის ენაზე გადადის და ”კარვების ქალაქებზე” აფრთხილებს
/ 16 თებ.'08 / 13:10
სივილ ჯორჯია

ოპოზიცია ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას და 22 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით  საყოველთაო შიმშილობის აქციას იწყებს. ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ”მთელი საქართველო გადაიქცევა კარვების ქალაქად”.

პარლამენტის წინ ათასობით საპროტესტო აქციის მონაწილეს ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 15 თებერვალს განუცხადა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში დაიწყება მოხალისეების რეგისტრაცია, რომლებიც შიმშილობის აქციას შეუერთდებიან.

”მოხალისეები უნდა ჩაეწერონ ორი მიმართულებით,”- განაცხადა მან, ”ერთი არის მოშიმშილეები და მეორე არის, ამ მოშიმშილეებს მთელ საქართველოში სჭირდება დაცვა”.

”ამიტომ მე გთხოვთ, რომ მოგვცეთ ცოტა დრო,”- განაგრძო მან, ”რომ ჩვენ მობილიზაცია გავუკეთოთ მოხალისეების შეკრებას მთელ საქართველოში და მომავალ პარასკევს საქართველოს რეგიონის ყველა დედაქალაქში და უმთავრესად თბილისში დაიწყება საერთო სახალხო შიმშილობა საბოლოო გამარჯვებამდე... მთელი საქართველო გადაიქცევა კარვების ქალაქად”.

”დიახ, ეს არის ულტიმატუმი, ”- განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”ხელისუფლებას აქვს ორი გზა: ან უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჩვენს მოთხოვნებზე ან მიიღებენ დაძაბულობის კერებს საქართველოს ქალაქებში”.

გაჩეჩილაძის გამოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები მშვიდობიანად დაიშალნენ. მან მიტინგის დასაწყისში განუცხადა მომხრეებს, რომ ხელისუფლება არ მოდის კომპრომისზე ოპოზიციის მოთხოვნების შესასრულებლად.

”დღეს ამოიწურა ვადა, რომელიც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მივეცით ხელისუფლებას. ეს არის თქვენი, ჩვენი ქვეყნის - საქართველოს მოთხოვნები იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა მივიღოთ თავისუფლება როგორც არჩევნებში, ასევე სასამართლოში და ასევე ტელევიზიაში,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”გუშინ ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელსაც მე პირადად დავარქვი ნაცრის შეყრა თვალებში საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი არის არაფრის მეტყველი დოკუმენტი, სადაც არ წერია შედეგი და მხოლოდ წერია პროცესი”.

გია თორთლაძემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან  - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, განუცხადა მომიტინგეებს, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს, რადგან სწორედ ესაა, რაც ხელისუფლებას აშინებს. ”ეს აქციებია ის, რაც აიძულებს ხელისუფლებას მიიღოს გადაწყვეტილებები,”- დასძინა მან.

”ისევ შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, სადაც წყდებოდა საქართველოს ბედი და ისევ ჩვენ მოგვიწევს აქ საქართველოს დედაქალაქის ცენტრიდან ჩვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტა,”- განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან, ”დღეს შეიძლება უკვე ითქვას, სრული დარწმუნებით - არანაირი თანხმობა, არანაირი გადმოდგმული ნაბიჯი ქართველი ხალხისკენ არ იქნება. ნაციონალური მოძრაობა თავის სააკაშვილიანად უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან”.  

მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიცია იმედებს ამყარებდა პარლამენტის თავმჯდომარეზე ნინო ბურჯანაძეზე. ”ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ის მაინც არ გამოდგებოდა ისეთი უზნეო, ისეთი უსინდისო როგორც გიგა ბოკერია, როგორც გივი თარგამაძე, როგორც მიხეილ სააკაშვილი,”- განუცხადა კუკავამ მომიტინგებს, ”მე მინდა მას ახლაც მივმართო: ნუ იქნება უპასუხისმგებლო, საკუთარ ხალხს ნუ გაწირავს ამ ყინვაში. ჩამოვიდეს აქ და თქვას სად არის - დანაშაულებრივ რეჟიმთან არის თუ საკუთარ ხალხთან?”

ოპოზიციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებების მიღწევის შესაძლებლობა, რისი ნიშნებიც ჩანდა პარლამენტის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებების დროს, თავისი რადიკალური მიდგომებით ჩაშალა მმართველი პარტიის ერთმა ნაწილმა, რომელსაც გიგა ბოკერია ლიდერობს. თუმცა მმართველმა პარტიამ კატეგორიულად უარყო ეს მოსაზრება.

”საქართველოში ოპოზიციური ძალები, როგორც ხედავთ, ერთიანდებიან, იმ ძალებს, რომლებიც ერთად იყვნენ, ემატებიან ახალი ძალები. ყველა ოპოზიციური ძალა არის ერთად,”- განაცხადა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”ამ ბრძოლას არ დავასრულებთ მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაინახავს, რომ  უნდა წავიდეს იმ დათმობებზე, რა დათმობის შემდეგ ცივილიზებულად გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან იმ ადამიანებს, რომელთა ადგილი იქ არ ყოფილა”.

ლეიბორისტული პარტია და ახალი მემარჯვენეები ასევე შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს. უნდა აღინიშნოს, რომ ლეიბორისტულ პარტიას ხელი არ ჰქონდა მოწერილი ოპოზიციის 29 იანვრის მოთხოვნათა მემორანდუმზე, ახალი მემარჯვენეები კი არ მონაწილეობდნენ ნოემბრის საპროტესტო აქციებში. 15 თებერვლის აქციას ასევე შეუერთდა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილმა წამყვანმა ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ ახლახანს დააფუძნა.

”ხელისუფლებას ჰქონდა კიდევ ერთი იმედი, რომ ოპოზიცია დაიშლებოდა, ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა. დღეს მინდა მივესალმო და ვთქვა, რომ დღეს აქ შეკრებილი ვართ ყველა ოპოზიციური  პარტიის წარმომადგენელი და ოპოზიციის რიგები გაიზარდა,”- განაცხადა ხალხი პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, ”ყველა ჩვენი მოთხოვნა მიმართულია ერთი რამისკენ - ჩვენ გვსურს, რომ პირველად  ამ ქვეყანაში მოხდეს პრეცედენტი იმისა, რომ  ხელისუფლება შეიცვალოს არა გადატრიალების, არა რევოლუციის, არამედ არჩევნების გზით”.

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ გაერთიანებიდან პირველად 15 თებერვალს გამოაცხადა, რომ გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას.

”დღეს მინდა იცოდეთ ჩვენი პასუხი,”- მიმართა მომიტინგეებს 15 თებერვალს კახა კუკავამ, ”გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვიქნებით ერთიანი და არჩევნებში თქვენთან ერთად მივიღებთ ერთიანი სიით მონაწილეობას. და ჩვენ ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ ერთიანად საბოლოო გამარჯვებამდე”.

ოპოზიციის კოალიციაში გაერთიანებულები არიან: რესპუბლიკელები; კონსერვატორები; საქართველოს გზა; თავისუფლება;  მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ხალხის პარტია;  ქართული დასი; ეროვნული ფორუმი; ჩვენ თვითონ. კოალიციის სუბიექტები არიან ასევე ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი და გოგა ხაინდრავა თანასწორობის ინსტიტუტიდან.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ოპოზიციურ ძალებს  გაერთიანებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, ”ხელისუფლების დასამარცხებლად” აუცილებელია, რომ ოპოზიციამ ერთიანი სიით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია რამდენად შესაძლებელი გახდება მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთიანი ფრონტით გამოსვლა არჩევნებზე.

იმავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციების გზით ცდილობს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და მივიდეს არჩევნებამდე.

”მათი რეალური მიზანი [მოლაპარაკებების პროცესიდან] კონკრეტული შედეგების მიღება არც ყოფილა,”- განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან, ” მათი მიზანი სარჩევნო კამპანიის დაწყება იყო და ისინი თვლიან, რომ ამის საუკეთესო საშუალება ქუჩის აქციებია. ეს მათი არჩევანია”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14