Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციის მოთხოვნები/მმართველი პარტიის პასუხი
/ 18 თებ.'08 / 13:00

ოპოზიციის მემორანდუმში ასახული მოთხოვნები და მმართველი პარტიის პასუხი მათზე:

ოპოზიციის მოთხოვნები

მმართველი პარტიის პასუხი

საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით გადაითვალოს ამომრჩეველთა ხმები სადავო ოლქებში, ათ ორის ვიდეო-თვალის მონაცემების გამოყენებით;

ვიდეო-თვალის ჩანაწერები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. ცესკომ წერილობით დაადასტურა, რომ უზრუნველყოფს ამ ჩანაწერების ადგილზე გაცნობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი მიმართვის შემთხვევაში;

მმართველი პარტიის მემორანდუმში არაფერია ნათქვამი სადავო ოლქების გადათვლაზე.

კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევები გამოძიებულ იქნას და დამნაშავეები დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით;

დარღვევები, რომელიც გამოვლენილია ან გამოვლინდება ვიდეო-თვალის ჩანაწერების გაცნობის შემდეგ, აგრეთვე ის დარღვევები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი დოკუმენტური მტკიცებულებები გამოძიებული იქნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;

განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა;

მომზადებულია პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება, რომ ახლადარჩეულ პარლამენტს, ნდობის მოსაპოვებლად, წარედგინება მთავრობის შემადგენლობა კონსტიტუციით დადგენილი წესით. პროექტი გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის და პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ეს ცვლილება მიღებული იქნება არაუგვიანეს აპრილის თვის დასაწყისისა;


დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაკავებული პირები;

ოპოზიციის სიაში შედის ცხრა ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააპატიმრეს; სიაში ასევე შედის კიდევ ცხრა ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები აქვს წაყენებული. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები გაყალბებულია იმ პირების მიმართ, რომელთაც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში მიიღეს მონაწილეობა. ოპოზიციამ ასევე მოითხოვა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა;


2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები გათავისუფლებული იქნებიან ერთი კვირის განმავლობაში;

ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ორივე სიაში მოხსენიებულ პირთა უმრავლესობა არ უკავშირდება 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს ან საერთოდ არ არის დაკავებული;


გამოძიებულ იქნეს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა,  პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის და ზეწოლის ფაქტები;

პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ახლადარჩეულ პარლამენტის მიერ შეიქმნება კომისია, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის მასობრივი არეულობისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტებს და მისცემს მათ პოლიტიკურ შეფასებას. კომისიის დასკვნას არ მოჰყვება რომელიმე პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა;

2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოვლენილი ფაქტები არ გახდება დაპირისპირების, პოლიტიკური ანგარიშსწორების და სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი;


გადაყენებულ იქნენ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გენერალური პროკურორი ეკა ტყეშელაშვილი;

მმართველი პარტიის მემორანდუმი ამ მოთხოვნას საერთოდ არ პასუხობს;

რეორგანიზებულ იქნეს პოლიტიკური პოლიციის ქვედანაყოფები (სოდ, კუდ, სასჯელ-აღსრულების სპეც-დანიშნულების დანაყოფი);

პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისია განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შეიმუშავებს წინადადებებს შსს შემგომ რეფორმირებასთან დაკავშირებით;

შეიქმნას სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემა: პარლამენტის საგამოძიებო კომისია (პარიტეტულ საწყისებზე) და მონიტორინგის რეგიონული საბჭოები, რომლებიც გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს;

იგივე კომისია შეიმუშავებს წინადადებებს სამართალდამცავ ორგანოების მონიტორინგის საბჭოს (.. "რეიგანის კომისიის მოდელი) შექმნასთან დაკავშირებით;

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით შემჭიდროებულ ვადებში,  გენერალური დირექტორი დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით;

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სრულად კომპლექტდება ახლიდან. გამოცხადებულია კონკურსი ყველა ვაკანტურ ადგილზე. თებერვლის ბოლომდე საბჭო დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობით, ამასთან, პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საბჭოს წევრების და თავმჯდომარის შერჩევა მოხდება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის საფუძველზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა დანიშნავს ახალ გენერალურ დირექტორს;


აღდგეს საჯარო დაწესებულებების, ათ ორის სასამართლოს სხდომების საჯაროობა და მედიის დასწრების თავისუფლება;

ეს აკრძალვა ძალაში გასულ აგვისტოს შევიდა.


გარანტირებულია სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენელთა თავისუფალი დასწრება ვიდეო კამერის გარეშე. უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო სხდომების აუდიო ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შესაბამისი სუბიექტის მოთხოვნისთანავე;

რეალურად ამოქმედდეს კერძო ტელევიზიებზე მონიტორინგის სისტემა, ე.წ. ”მიხნიკის ჯგუფი“;

ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე მონიტორინგი განხორციელდება მაუწყებლებისა და საზოგადოების მიერ შემუშავებული თვითრეგულირების მექანიზმების მეშვეობით. ერთი თვის განმავლობაში შემუშავდება წინადადებები შესაბამისი ფუნქციის მქონე ჯგუფის შექმნის წესისა და საქმიანობის თაობაზე;

კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაკომპლექტდეს პარიტეტის საფუძველზე;

მმართველი პარტიის მემორანდუმი ამ მოთხოვნას საერთოდ არ პასუხობს;

პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (აპრილი);


პარლამენტის არჩევნები გაიმართება არა უადრეს 14 და არაუგვიანეს 24 მაისისა. ეს საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს სწორად დაგეგმოს საარჩევნო პროცესი და გათვალოს რესურსები;


აჭარის პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს აჭარის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (ივლისი);

მმართველი პარტიის მემორანდუმი ამ მოთხოვნას საერთოდ არ პასუხობს;

რეფორმირებულ იქნეს დღეს მოქმედი ე.წ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა (winner takes all), იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად;

პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონული პროპორციული სისტემით ეუთოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და შესაბამისი ცვლილებები კონსენსუსის შემთხვევაში განხორციელდება მარტის ბოლომდე;


სრული პარიტეტის პრინციპით (ანუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების თანაბარი წარმომადგენლობით) დაკომპლექტდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია. ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით. საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების თანამდებობები განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის;

ამჟამად ოპოზიციას 6, ხოლო ხელისუფლება 7 (თავმჯდომარის ჩათვლით) წევრი ჰყავს ცენტრალურ და საუბ საარჩევნო კომისიებში;


პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო პერიოდში დაკომპლექტდება იმავე პრინციპით, როგორც ცესკო. შესაბამისად, საოლქო კომისიაში (სულ 13 წევრი) არჩევნების პერიოდში იქნება 6 წევრი ოპოზიციური პარტიებიდან;


ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით;

პოლიტიკურ ძალებს შორის სრული კონსენსუსის და კონკრეტულ კანდიდატურებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მარტის შუა რიცხვებამდე გადაიხედება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა;

საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების თანამდებობები განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის;

მმართველი პარტიის მემორანდუმი ამ მოთხოვნას საერთოდ არ პასუხობს;

აიკრძალოს საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა;

დაზუსტდება საარჩევნო კოდექსის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პოლიტიკური თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისას საბიუჯეტო სახსრების და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვას. (მარტის ბოლომდე);

შემუშავებულ იქნეს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია სადაც გათვალისწინებულ იქნება წინასწარი გამოკითხვების (Exit Poll) გამოქვეყნების, ამომრჩეველთა სიების შედგენის და დარღვევების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები, აგრეთვე საერთაშორისო დამკვირვებლების სხვა შენიშვნები;


პოლიტიკური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შემუშავდება საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელიც ძირითადად ასახავს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში გათვალისწინებულ შენიშვნებს. (მარტის ბოლომდე);

კონსენსუსის შემთხვევაში, საარჩევნო დავების განხილვის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით, შეიქმნება საარჩევნო დავების განხილვის სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების გზით. საბჭო დაკომპლექტდება 4 ან 6 წევრისაგან, დამატებითი წევრი კონსენსუსის შემთხვევაში შერჩეული იქნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით. (მარტის ბოლომდე);


ყველა საარჩევნო უბანი აღიჭურვოს ვიდეო-თვალით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის;


შემუშავებული იქნება მექანიზმი ვიდეო-თვალის მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, რათა ერთის მხრივ მოხდეს დარღვევებზე დროული რეაგირება და ამავდროულად, გამოირიცხოს ამ საბაბით არჩევნების შედეგების შეჯამების ხელოვნური გაჭიანურება;

ცესკო 25 მარტამდე წარმოადგენს წინადადებებს დარჩენილი უბნების ვიდეო თვალით აღჭურვის ტექნიკური შესაძლებლობის შესახებ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11