Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი და რუსი მინისტრები პუტინის და სააკაშვილის შეხვედრის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 თებ.'08 / 10:58
სივილ ჯორჯია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის მოსკოვში 21 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი იქნა განხილული, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა საქართველო ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გააფრთხილა.

ბაქრაძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მოლაპარაკებების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა: ”პრეზიდენტების შეთანხმების შესაბამისად, ახლო მომავალში აღდგება პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს და რუსეთს შორის. მოსალოდნელია, რომ მარტის მეორე ნახევრიდან უკვე შესაძლებელი იქნება ავიარეისების განახლება”. 

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მას შემდეგ აღდგება, რაც საქართველოს ავიაკომპანიები ვალს დაფარავენ.

”გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ქართველი და რუსი ექსპერტები დაიწყებენ რუსულ ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბრუნებისთვის აუცილებელი საკითხების, მათ შორის შესაბამისი ტექნიკური და ვთქვათ, რეგულირებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. გარდა ამისა მოხდება საფოსტო კომუნიკაციის აღდგენა და წერილების და საფოსტო გზავნილების მოძრაობის აღდგენა. მოხდება სავიზო შეზღუდვების მოხსნა მოქალაქეთა იმ კატეგორიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იღებენ ვიზას რუსეთის საელჩოში,” - განაცხადა ბაქრაძემ.

შემდეგ მან განაგრძო: ”გარდა ამისა დაჩქარდება ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის რემონტი, მისი უსწრაფესი გახსნის მიზნით, რათა აღდგეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის პირდაპირი სატრანსპორტო-სახმელეთო კავშირი”.

რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რეკონსტრუქციის მოტივით 2006 წელს ჩაკეტა. თუმცა, მაშინ საქართველომ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს ერთ კომპონენტს წარმოადგენდა. 

”რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, ამ მხრივ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ექსპერტულ დონეზე. მე ვფიქრობ, არის ძალიან კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ახლო მომავალში მოხერხდეს ქართული მხარის პოზიციების შესაბამისად რუსული მხარის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა,” - განაცხადა ბაქრაძემ, ”ისევ ვიმეორებ, ჩვენ რუსული მხარის გაწევრიანებას ვუჭერთ მხარს, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებლად გვესახება რუსული მხარის გაწევრიანებამდე და ამ მომენტისთვის ექსპერტთა მუშაობის შედეგად ძალიან კარგი საფუძველი არსებობს ოპტიმიზმისთვის”.

მან თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან. თბილისის მოთხოვნაა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი არალეგალური საბაჟო გამშვები პუნქტის - განთიადი-ადლერის და როკი-ქვემო ზარამაგის  - ლეგალიზაცია და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.  თუმცა რუსეთი აცხადებდა, რომ ეს მოთხოვნები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და სცდებოდა ვმო-ს მოლაპარაკებების ფარგლებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთთან არსებობს წინასწარი შეთანხმება გაიხსნას ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო პუნქტები, მათ შორის კონფლიქტის ზონებში, რასაც მოყვება საქართველოს თანხმობა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე. თუმცა, ჯერჯერობით არც რუსულ და არც ქართულ მხარეებს ამ საკითხზე დეტალურად არ უსაუბრიათ.

”ბუნებრივია კონფლიქტების თემა განხილული იყო; ეს არის ურთულესი საკითხი და ურთულესი პრობლემა და ერთი შეხვედრის ფარგლებში, თუნდაც პრეზიდენტების დონეზე ამ საკითხის მოწესრიგება და დასრულება ვერ მოხერხდება,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ”მაგრამ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ის პრინციპული პირობა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ რუსული მხარისგან, რომ რუსული მხარე არ აპირებს აღიაროს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობა”.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას წინ იქნა წამოწეული საქართველოს ნატოში მისწრაფების საკითხი.

”პუტინმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე რეალისტურ მიზეზებს ამ პროცესის უკან და [რუსეთის პრეზიდენტმა] დეტალებში აუხსნა, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ პროცესს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის,” - იტყობინება ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

პრეზიდენტ სააკაშვილს კომენტარი თავის რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ჯერ არ გაუკეთებია.          
 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9