Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია აქციების შეწყვეტით გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე თავს იცავს
/ 23 თებ.'08 / 12:57
სივილ ჯორჯია

”რადიკალური ქმედებების” დრო ჯერ არ დამდგარა, რადგანაც ხელისუფლებამ კომპრომისზე წასვლის სურვილი გამთქვა, განაცხადა დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ სატელევიზიო ინტერვიუში, სადაც მისი რიტორიკა  უჩვეულოდ ზომიერი იყო.

22 თებერვალს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე შეეცადა აეხსნა კოალიციის, როგორც მან უწოდა, ”არაპოპულარული” გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების და შიმშილობის გადადების თაობაზე. გაჩეჩილაძე იძულებული გახდა თავი დაეცვა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მაყურებელმა სატელეფონო ზარის საშუალებით განუცხადა, რომ მისი ქმედება მიუღებელი იყო და მის მხარდამჭერებს ეს არ მოეწონათ.  

”ბურჯანაძემ ბევრჯერ მოგატყუათ და კიდევ მოგატყუებთ. ამგვარი ქმედებით თქვენ კარგავთ საზოგადოების მხარდაჭერას და ოპოზიცია დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში,” განუცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა გაჩეჩილაძეს. ანალოგიური განწყობა დაფიქსირდა ოპოზიციის იმ ასობით მხარდამჭერთა შორის, რომლებიც 22 თებერვალს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. თუმცა, ზოგიერთი მაყურებელი, რომელთაც ”კავკასიის” ეთერში დარეკეს, მიესალმა ოპოზიციის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ მოთმინება იყო საჭირო.

”ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ და არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ქუჩაზე და შიმშილობის აქციებზე,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”შესაძლოა ეს არ იყო პოპულარული ნაბიჯი, მაგრამ ეს იყო საპასუხისმგებლო ნაბიჯი. და სიმამაცე პოლიტიკაში იზომება უნარით გადადგა არაპოპულისტური ნაბიჯები... ეს გადაწყვეტილება შესაძლოა არაპოპულარული იყოს იმ ხალხისთვის, ვისაც რადიკალური პოზიცია გააჩნია; მაგრამ მე პასუხისმგებელი ვარ ამ გადაწყვეტილებაზე”.

ამ პოზიციის გასამყარებლად მან მოიყვანა არგუმენტი, რომელიც ასევე უჩვეულო იყო მისი რიტორიკისთვის. ”ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რას იფიქრებს დასავლეთი ჩვენზე [ოპოზიციაზე],” - განაცხადა მან. იგი პარლამენტის წინ გაკეთებულ თავის ადრინდელ განცხადებას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ოპოზიციას შესწევს უნარი დიალოგი გამართოს და არა მხოლოდ ქუჩის პროტესტებს და რადიკალურ ზომებს მიმართოს.

გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა თავის სატელევიზიო გამოსვლაში, რომ ის ”ძალიან ნერვიულობს”, რადგანაც ოპოზიციური კოალიციის ერთობას საფრთხე ემუქრება და ის გახლეჩის პირასაა საპროტესტო აქციების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამო. ”ოპოზიციის ერთობას ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,” - განაცხადა მან.

კონსერვატორული პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ქართული დასი და ეროვნული ფორუმი ოპოზიციური კოალიციის იმ წევრებს შორის იყვნენ, რომლებიც საპროტესტო აქციების შეწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ”ხალხი არის გაცილებით რადიკალურად განწყობილი და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ჩვენი თავი ლამის დავმარხეთ,”- განაცხადა ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა.  რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ყველაზე ზომიერი პოზიციით გამოირჩევა კოალიციაში, მხარი დაუჭირა შიმშილობის აქციის გადადებას. მიუხედავად უთანხმოებისა, ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ კოალიციის ერთობა შენარჩუნებულია.

გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა: ”ჩვენ არ ვამბობთ საბოლოო უარს რადიკალურ ქმედებებზე”. მისი თქმით, შიმშილობის აქცია გამოყენებულ იქნება როგორც უკანასკნელი ზომა, თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

”მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი ჩემი მეგობარი მართალი იყო და ჩვენ უფრო რადიკალური ზომებისთვის უნდა მიგვემართა, მაგრამ მოდით მოვიცადოთ და დრო გვიჩვენებს,” - დასძინა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გვიან ღამით გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად ოპოზიციამ მიიღო ”მტკიცე გარანტიები” იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები შესრულდებოდა, ანუ ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 26 თებერვალს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება, ხოლო 15 მარტამდე ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე იქნება დანიშნული. ოპოზიციური კოალიციის გადაწყვეტილება მიანიშნებს მისი პოზიციის შერბილებაზე მმართველი პარტიის მიერ 14 თებერვალს გამოქვეყნებულ მემორანდუმში გახმოვანებულ წინადადებებთან დაკავშირებით.

თუმცა, ნინო ბურჯანაძემ კატეგორიულად უარყო ოპოზიციისთვის ”დამატებითი გარანტიების” მიცემის ფაქტი და განაცხადა 22 თებერვალს, რომ ხელისუფლების მიერ მემორანდუმში გაკეთებული განცხადებები უკვე თავისთავად გარანტიაა. ”თუ ვინმეს დამატებითი გარანტიების მოშველიება ან რაღაც გამართლებები სჭირდება იმისათვის, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან, არ წავიდნენ რადიკალიზაციისაკენ და წავიდნენ ნორმალური საარჩევნო გზით, როგორც ეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ხდება, ეს უკვე ცალკე თემაა, რაზეც მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13