Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელეკომპანია ”იმედზე” გადაწყვეტილებას პატარკაციშვილის ოჯახი მიიღებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'08 / 10:35

ბადრი პატარკაციშვილს ლონდონიდან საქართველოში მიმდინარე კვირას ჩამოსვენებენ და თბილისში 28 თებერვალს დაკრძალავენ, განაცხადა მისმა ოჯახმა კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

”როგორც ბრიტანეთის სასამართლოს გამომძიებელმა ბატონმა ლენ ფერლონგმა 22 თებერვალს გვაცნობა, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ბადრის სიკვდილის მიზეზების ძიება, ოჯახს შეუძლია გადმოასვენოს ის სამშობლოში,” - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული წინასწარი მონაცემებით, პატარკაციშვილი 12 თებერვალს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც გულმკერდში ტკივილებმა შეაწუხა. მისი სიმპტომები გულის იშემიური დაავადების შესაბამისი იყო. თუმცა, პოლიციამ ასევე შეამოწმა მის სხეულში საწამლავის შემცველობის არსებობა, რათა აღმოეჩინა გარე ფაქტორების ზემოქმედების რაიმე მტკიცებულება, რაც დაეხმარა მის გარდაცვალებას. საბოლოო შედეგები ჯერ არ მიუღიათ.

პატარკაციშვილის ოჯახმა ასევე განაცხადა, რომ ბიზნესმენის დაკრძალვა მისი მეუღლის კომპეტენციაში შედის და გააფრთხილა გარეშე პირები თავი შეიკავონ რაიმე ქმედებებისგან.

”უპირველეს ყოვლისა, ოჯახი გააგრძელებს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას და დამოუკიდებლად გადაწყვეტს ტელერადიოკომპანია “იმედის” ბედს. სწორედ ეს ორი პროექტი  იყო უმნიშვნელოვანესი ბადრის ცხოვრებაში,” - ნათქვამია განცხადებაში. 

ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა გასული წლის დეკემბერში შეწყვიტა, რადიო ”იმედი” კი კვლავ განაგრძობს მუშაობას.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15