Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 თებ.'08 / 17:15

დღეს პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 9 ახალი წევრის არჩევას პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატურიდან.

სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები გახდნენ:

ბაკურ სულაკაური- გამომცემელი;
გიორგი ანჩაბაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ერეკლე ტრიპოლსკი - სტუდია "მარაო-" ს დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი;
ირმა სოხაძე - მომღერალი, ევრაზიის ტელევიზიისა და რადიო აკადემიის ნამდვილი წევრი;
ზურაბ ხარატიშვილი - საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG აღმასრულებელი დირექტორი;
მიხეილ ჭიაურელი - კინოსტუდია „ქართული ფილმი" და ტელეფილმების დამდგმელი რეჟისორი; საქართველოს საპარტიარქოს ტელევიზია ”ივერია"-რეჟისორი; 
მარინა ვეკუა - საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
ლევან გახელაძე - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
მამუკა ფაჩუაშვილი - გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი.

აღნიშნული კანდიდატურები მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ორდღიანი კონსულტაციების შედეგად შეათანხმეს.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია ერეკლე ტრიპოლსკის, ირმა სოხაძის და მიხეილ ჭიაურელის კანდიდატურებს უჭერდა მხარს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი გადადგომის თხოვნით მიმართავს ახლადარჩეულ სამეურვეო საბჭოს, რის შემდეგაც საბჭო გამოაცხადებს ღია კონკურსს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებად მოიაზრებიან ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმოხილველი ია ანთაძე და გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში. 
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39