Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ბაღაფშისგან ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 თებ.'08 / 16:23
სივილ ჯორჯია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს კატეგორიულად მოუწოდებს გაათავისუფლოს ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ გასცემს ბრძანებას ჟურნალისტის გათავისუფლების პროცესში ქართული პოლიცია ჩაერთოს.

”ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, მიმდინარეობს მისი [ჟურნალისტის] არა მხოლოდ დაკითხვა, არამედ წამება სოხუმის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორში და მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს და კარგად მომისმინოს მისთვის ძალიან კარგად გასაგებ ქართულ ენაზე, მინდა ვუთხრა - ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს დაჭერილი ჟურნალისტი, მოტაცებული ჟურნალისტი, ან მე საქართველოს პრეზიდენტი მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაათავისუფლოს ბასილაია სოხუმში. ახლა არჩევანი არის ბაღაფშის და არა ჩვენი და მე ამას ვითხოვ დაუყოვნებლივ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე,” - განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტელეკომპანია ”მზის” ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია ენგურის ხიდთან 26 თებერვალს მაშინ დააკავეს, როცა ის ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას აფხაზეთში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. საარჩევნო პროცესი აფხაზეთში უკვე დაწყებულია რუსი სამშვიდობოებისათვის და რუსული პასპორტების მქონე აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის, რაზეც თბილისმა პროტესტი უკვე გამოხატა.  

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 27 თებერვალს სოხუმში გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლეს კომისართან ლუიზ არბურთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაკავებული ქართველი ჟურნალისტი სასამართლოს წინაშე წარდგება აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად. აფხაზური მხარე ქართველ ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.

სერგეი ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ ქართველ ჟურნალისტებს და სტუდენტებს ბევრჯერ განუხორციელებიათ პროვოკაციული ქმედებები გალის რაიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. გასული წლის მარტში აფხაზურმა მხარემ სამი ქართველი სტუდენტი დააკავა და ”აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მოტივით გაასამართლა. თუმცა, ერთ თვეში ისინი გაათავისუფლა.   

ბაღაფშმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ წინა შემთხვევებში აფხაზურმა მხარემ ”კეთილი ნება” გამოიჩინა და გაათავისუფლა ყველა დაკავებული. ”თუმცა, ჩვენი კეთილი ნების ჟესტი არაადეკვატურად იქნა აღქმული თბილისში. ამიტომაც, ამიერიდან საქართველოს ვეღარ ექნება ამგვარი ქმედებების იმედი,”  - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ასევე დასძინა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე არავისთან არ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ასევე დაგმეს ინციდენტი და აფხაზეთის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყონებლივ გათავისუფლება მოსთხოვეს.     

”კატეგორიულად მოვითხოვთ სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული ქართველი ჟურნალისტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთავთ ყველა შესაბამის მექანიზმს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს მომავალში,”- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 27 თებერვალს.

”ნებისმიერი ადამიანის გატაცება ეს არის მძიმე კრიმინალური დანაშაული, ხოლო ჟურნალისტის გატაცება მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც თავის შინაარსით სცილდება მხოლოდ კრიმინალური დანაშაულის ფარგლებს და გადადის იგივე რანგში, როგორც არის ტერორისტული ქმედება,” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17