Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალის რეგიონში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 თებ.'08 / 19:45

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში, სოფელ კოხათთან მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავებულია, იტყობინება დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 28 თებერვალს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის ინფორმაციით, აფეთქება დაახლოებით 15:25 წუთზე სამხრეთ ოსური მილიციის პოსტზე მოხდა. მისი ვარაუდით ასაფეთქებელი ნივთიერება ტელევიზორის ქვეშ იდო, რომელიც ”დატოვეს გამვლელებმა, სავარაუდოდ, ქართველი ეროვნების”.

ცხინვალმა მომხდარს ”ტერაქტის” კვალიფიკაცია მისცა. 

რუსული საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასსი” იტყობინება სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით, რომ აფეთქება იმ შენობაში მოხდა, სადაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანია გახსნილი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე დაიწყო ხმის მიცემა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც თავად რუსეთში 2 მარტს ტარდება.  

ამჟამად შემთხვევის ადგილას გასულია საქართველოს, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელთა მონიტორინგის ჯგუფი და ეუთოს დამკვირვებლები, იტყობინება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22