Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რესპუბლიკელები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას
/ 29 თებ.'08 / 15:51
სივილ ჯორჯია

ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა იმავდროულად გამოთქვა მზადყოფნა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფარგლებში კოორდინირებულად მოქმედებაზე.

რესპუბლიკელებმა მიღებული გადაწყვეტილება ახსნეს ტაქტიკური მოსაზრებებით და აღნიშნეს, რომ მათ კი არ დაშალეს ცხრა ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი ეროვნული საბჭო, არამედ გაშალეს მმართველი პარტიის დამარცხების მიზნით უკეთესი შედეგის მისაღწევად. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მიზანია არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.

”აუცილებელია, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა მოიპოვონ მყარი ჯამური უმრავლესობა პარლამენტში. საზოგადოები დაკვეთაა ოპოზიციის ერთიანობა საბოლოო გამარჯვებისათვის. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიცია გაშლილი ფრონტით მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე ერთიანი სიით,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასულ რესპუბლიკური პარტიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო საქმეში და პარტია მზადაა ამ მისიის შესასრულებლად”.

იმავდროულად, რესპუბლიკური პარტია საუბრობს ოპოზიციური ერთობის ისეთი მოდელის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ოპოზიციური ძალების კოორდინირებულ მოქმედებას არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც.

”ამიტომ მზად ვართ ეროვნულ საბჭოში გაერთიანებულ პარტიებთან, მემარჯვენე ოპოზიციასთან, ლეიბორისტებთან და შესაძლოა, სხვა პარტიებთანაც ვიმუშაოთ გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს რეჟიმში და უზრუნველყოთ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

ოპოზიციური კოალიცია სავარაუდოდ შეინარჩუნებს უკვე რვა ოპოზიციური პარტიის ერთიანობას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ლიდერობით. გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის რჩება ოპოზიციურ კოალიციაში.

15 თებერვალს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე გამოსვლისას კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ეროვნული საბჭოს სახელით განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება არჩევნებში კოალიციის ერთიანი სიით მონაწილეობის თაობაზე, რითაც ოპოზიცია ხალხის დაკვეთას ასრულებს.

”ჩვენ ამ დაკვეთას ვასრულებთ სწორედ: ერთიანობა არ ნიშნავს ერთიან სიას,”- განუცხადა Civil.ge-ს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, ”ახლებიც და ლეიბორისტებიც მოსახლეობის აზრით ოპოზიციაა, მაგრამ არ არიან ერთ სიაში. პირიქით, სწორედ ხალხის დაკვეთის შესრულებაა, რომ ვიყოთ ერთად ანუ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, ჩვენ ასე არ წარვმართავთ მუშაობას. ჩვენ ჯამურად უნდა ავიღოთ უმრავლესობა პარლამენტში”.

მისი განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის დამოუკიდებლად არჩევნებში გამოსვლის მთავარი მიზანია, რომ არ დარჩეს ფლანგი, სადაც ხელისუფლებას მიეცემა მანიპულაციების საშუალება და ”ხელისუფლებამ წააგოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე მას ეგონა”.

რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოიზიდავენ იმ ელექტორატსაც, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა, თუმცა არ სურს მხარი დაუჭიროს ან ჯერ არ გადაუწყვეტია მისცეს თუ არა ხმა ნაციონალურ მოძრაობას.

”აი ამ ხალხის ხმები, რა თქმა უნდა, ნაკლებად წავა სხვაგან თუ არა რესპუბლიკური პარტიაში,”-  განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, ”გარდა ამისა ჩვენ 30 წლის პარტია ვართ და გვყავს მყარი, ერთგული ამომრჩეველი - ელექტორატში ჩვენი ნიშა არის განათლებული ამომრჩეველი”.

რესპუბლიკური პარტიის წევრები უარყოფენ იმ მოსაზრებას, რომ მათი ეროვნული საბჭოდან გამოსვლა განაპირობა ერთიან სიებზე შეუთანხმებლობამ.

”სიებზე საუბარი ეროვნულ საბჭოში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ვინმემ რომ თქვას, რომ რაღაცა დაადგინეს და ჩვენ არ მოგვეწონა, ძალიან არასერიოზული იქნება. ჩვენ არ გვთავაზობდნენ ცუდ ვარიანტებს. ასე რომ, ამაში არ არის პრობლემა,”- განუცხადა Civil.ge-ს ლევან ბერძენიშვილმა.

რესპუბლიკელები ჩატარებული კვლევებზე დაყრდნობით დარწმუნებით აცხადებენ, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ შეექმნებათ. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 7%-იანი ბარიერი, განხილვის პროცესში არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 5%-მდე დაიწევს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15