Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ნატოს ბუქარესტის სამიტი შეიძლება ”ისტორიულად” იქცეს საქართველოსთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 მარ.'08 / 18:23

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მიზანია ფართო კოალიციის შექმნა, რომელიც მხარს დაუჭერს 5 აპრილის სამიტზე, ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინისთვის  ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) დამტკიცებას.

”ჩემი ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ ეტაპზე არის საქართველოს ინტეგრაციისთვის ფართო კოალიციის შექმნა და პოლონეთი არის ამ კოალიციის წამყვანი წევრი, პოლონეთი არის იმ ქვეყნების ლიდერი, რომლებიც ევროპაში მხარს გვიჭერენ ჩვენ ნატოში ინტეგრაციის საკითხში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”4 კვირაში ბუქარესტში არის ის, რაც შეიძლება იქცეს ნატოს ისტორიულ სამიტად. შავი ზღვრის ამ დედაქალაქში შეიძლება გადაწყდეს უკრაინის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევადობის საბოლოო დაფიქსირება - არის შანსი იმისა, რომ უკრაინა და საქართველო გახდნენ ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატები,”- განაგრძო მან, ”ჩვენ გვრჩება 4 კვირა იმისათვის, რომ ყველა დავარწმუნოთ ამ ისტორიული ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში. საქართველოსთვის ნატო ნიშნავს დაბრუნებას მშობლიურ სახლში, ინტეგრირებას მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მძლავრ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, აქტიურ მონაწილეობას  ამ ალიანსის საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ჩვენი წილი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში”.

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის შემდეგ ვიზიტს გეგმავს ბრიუსელში, ხოლო 19 მარტს ვაშინგტონში დაგეგმილია მისი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15