Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაბაშვილი რუსული სამშვიდობო ოპერაციის შესაძლო შეწყვეტაზე მიანიშნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 მარ.'08 / 18:27

საქართველომ აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, შესაძლოა დაიწყოს მსჯელობა შეთანხმებებიდან გამოსვლის თაობაზე, რასაც მოყვება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 7 მარტს.

”რუსეთის ეს გადაწყვეტილება გვიხსნის ხელებს და საშუალებას გვაძლევს  ცალმხრივად და წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოვიდეთ კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებული შეთანხმებებიდან,” - განაცხადა გაბაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა ის შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში რუსული სამშვიდობო ძალებია განლაგებული.

2006 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებდა მთავრობას დაეწყო შესაბამისი პროცედურები, რასაც მოყვებოდა რუსული სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტა აფხაზეთსა და სამხრე ოსეთში. თუმცა, მას შემდეგ ამ კუთხით რაიმე პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა.

პარლამენტის სხდომაზე საუბრისას კოტე გაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე არის, ”შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ანექსია”.

”ჩვენ [საქართველოს პარლამენტმა] უნდა მივიღოთ განცხადება, რომელშიც იქნება ნათელი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რათა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,” - განაცხადა მან. გაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა გაიმართოს კონსულტაციები ოპოზიციურ დეპუტატებთან, რათა პარლამენტმა ერთხმად მიიღოს განცხადება, რომლის შემუშავებაც ჯერ არ დაწყებულა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13