Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რესპუბლიკელები აფხაზეთის მიმართ სანქციების მოხსნის ფონზე თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 მარ.'08 / 19:51

დსთ-ის ფორმატში სააკაშვილი-პუტინის 21 თებერვლის შეხვედრა მორიგ პრობლემად მოევლინა საქართველოს აფხაზეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სააკაშვილის ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ”გარღვევა ორმხრივ ურთიერთობებში”, ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათთვის მიულოდნელი არ ყოფილა რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც 1996 წელს დსთ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს შერჩევით იყენებდა ზეწოლისთვის ხან თბილისზე და ხანაც სოხუმზე.

”უცნაური ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მოაფიქრდა, თავად გამოსულიყო ინიციატივით სანქციების რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე, რაც სხვადასხვა მხარის მიერ კეთილი ნებისა და დადებითი პოლიტიკური ქვეტექსტის შემცველ პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქმებოდა და რუსეთის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის პრევენციაც იქნებოდა,”- ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, რესპუბლიკური პარტია აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას შესაძლო ”უპასუხისმგებლო ქმედების” წინააღმდეგ, რაც აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ ”ვითარების ესკალაციაში ჩაყოლაში” შეიძლება გამოიხატოს ”საკუთარი ძალაუფლების გადარჩენის” მიზნით.

”ფასი კი ამგვარი უპასუხისმგებლო ქმედებისა მას [ხელისუფლებას] ნაკლებად აღელვებს, რაც ახალი არასახარბიელო რეალიების გათვალისწინებით შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქვეყანას,”- აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47