Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი აფხაზეთის მილიტარიზაციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ აფრთხილებს
/ 8 მარ.'08 / 13:23
სივილ ჯორჯია

საქართველო აცხადებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აფხაზეთის მილიტარიზაციის მიმართ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ.

7 მარტს ეროვნული უშიშროების სხდომაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს აფხაზეთის მილიტარიზაციას.  

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის გამოსვლა 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან რისკს შეიცავს, რადგანაც დოკუმენტი ფინანსური და სავაჭრო სანქციების გარდა, აფხაზეთთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

და­მო­­კი­დე­ბელ სა­ხელ­­წი­ფო­თა თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­­წი­ფო­­ბი აღ­­ვე­თენ კონ­­ლიქ­ტის ზო­ნა­ში მა­თი მო­ქა­ლა­ქე­­ბის ან მა­თი ტე­რი­ტო­რი­­დან, ან­და მა­თი დრო­შით ხო­მალ­დე­ბი­სა თუ თვით­­­­რი­ნა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­­­რა­ღე­ბის, ყვე­ლა სა­ხე­­ბის შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კი­სა და სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის, სა­­მა­რი მა­სა­ლე­ბის, სამ­ხედ­რო სატ­რან­­პორ­ტო სა­შუ­­ლე­ბე­ბი­სა და მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გა­ყიდ­­ვას ან მი­წო­დე­ბას,” - ნათქვამია შეთანხმებაში. ის ასევე მოუწოდებს დსთ-ს სახელმწიფოებს აღკვეთონ საკუთარი მოქალაქეების დაქირავება და მათი გაგზავნა კონფლიქტის ზონაში იქ მოქმედ ნებისმიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისათვის.

”მინდა დღეს მკაცრად დავაფიქსირო საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოზიცია,” - განაცხადა პრეზიდენტმა, ”ჩვენ ვაცხადებთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აფხაზეთში სამხედრო ძალების, ტექნიკის, სამხედრო ინსტრუქტორების, დაქირავებული სამხედრო ძალის შემოყვანაზე. ჩვენ ვაცხადებთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აფხაზეთის მილიტარიზაციაზე”.

მისი თქმით, რუსეთის ამგვარი ქმედება არის ”ძალიან საშიში პროვოკაცია”, რომელიც მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას მთელი კავკასიის რეგიონში. ” საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი პროცესების განვითარების სცენარი თავიდან აიცილოს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი; ეს იყო, მისი თქმით, რუსეთის დემარში დასავლეთის წინააღმდეგ კოსოვოს აღიარების საპასუხოდ.

”რუსეთის ყველა დონის თანამდებობის პირები გვაფრთხილებდნენ, რაც ამ გადაწყვეტილების წინაპირობა იყო, რომ ისინი კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით, ამერიკისა და დასავლეთისთვის პასუხის გაცემას სწორედ საქართველოსთან, კერძოდ, აფხაზეთთან მიმართებაში აპირებდნენ,” - განაცხადა მან, ”მათ სწორედ ასე, პირდაპირ განგვიცხადეს ჩვენი მოსკოვში ყოფნის დროს”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 თებერვალს მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ”რუსულმა მხარემ ნათლად მიანიშნა, რომ ის არ აღიარებს არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს”. თუმცა, 27 თებერვალს რუსეთის საგარეო უწყებამ კატეგორიულად უარყო ის, რომ დაარწმუნა თბილისი, რომ მოსკოვი არასოდეს აღიარებდა აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს.

7 მარტს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ 1996 წლის შეთანხმებიდან გამოსვლის დრო ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ, რომლის დროსაც საქართველოს სურს მიიღოს წევრობის სამოქმედო გეგმაში გაწევრიანების მოწვევა, ”შემთხვევითი” არ იყო.

”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კურსი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ, ბუქარესტის ნატოს სამიტის მომზადებისკენ,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ნატოს სამიტის წინ იდგმება ეს ნაბიჯები, მაგრამ საქართველო არ უნდა აცდეს თავის სტრატეგიულ, მთავარ მიმართულებას”. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 6 მარტს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ”გადაწყვეტილება მიღებული არ არის” საქართველოსთვის MAP-ის მიცემის  თაობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ბუქარესტის სამიტამდე გაგრძელდება.

იმავდროულად, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ მომავალ კვირას პარლამენტი აპირებს მიიღოს მწვავე განცხადება რუსეთის დსთ-ს შეთანხმებიდან გამოსვლის საპასუხოდ. 7 მარტს პარლამენტის სხდომაზე საუბრისას, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა საკითხზე კონსენსუსის მიღწევის მიზნით ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

ამასობაში, ოპოზიციური პარტიები პარლამენტის წინ 9 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. დაგეგმილი აქცია მთლიანად გადაჩრდილა რუსეთის გადაწყვეტილებამ, ხოლო ქართულმა ტელეკომპანიებმა პარასკევს საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გაავრცელეს ოპოზიციური კოალიციის აქტივობებთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23