Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციის ნაწილი შიმშილობას იწყებს
/ 9 მარ.'08 / 21:03
სივილ ჯორჯია

რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ხუთმა წევრმა 9 მარტს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შიმშილობა დაიწყო, მოთხოვნით ჩატარდეს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები, სამართლიანი საპარლამნეტო არჩევნები და ასევე გათავისუფლდეს ყველა ”პოლიტპატიმარი.”

შიმშილობის აქციაში მონაწილეობენ გია თორთლაძე - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ირაკლი მელაშვილი - ეროვნული ფორუმი, კობა დავითაშვილი - ხალხის პარტია, ზვიად ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე  - კოსერვატიული პარტია.

9 მარტს პარლამენტის წინ ოპოზიციური კოალიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელსაც ახალი მემარჯვენეები და გია მაისაშვილის პარტიაც შეუერთდა, გაცილებით მცირე რაოდენობის ადამიანი დაესწრო, ვიდრე წინა თვეების განმავლობაში ჩატარებულ ოპოზიციის მიტინგებს. მიტინგი საღამოს დაიშალა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა, თუმცა მოშიმშილეები პარლამენტის წინ დარჩნენ.

აქციაში მონაწილეობა არ მიუღია რესპუბლიკურ პარტიას,  რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ოპოზიციური კოალიცია და ასევე ლეიბორისტულ პარტიას.

რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შიმშილობის დაწყება და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვეა დარჩენილი, პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ არის.” თუმცა მან იქვე დასძინა, რომ რესპუბლიკელები იზიარებენ ყველა სხვა მოთხოვნას, რომელიც სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება და ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაიმართოს დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელახალი დაკომპლექტების თაობაზე.

ამასობაში, პარლამენტის წინ მიტინგზე გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ იმ, როგორც თვითონ უწოდებენ, არაკონსტიტუციურ ცვლილებაზე კონსტიტუციაში, რომელიც 4 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის შესახებ.

ოპოზიციამ მოსახლეობას მოუწოდა აუცილებლად გამოვიდნენ მიტიგზე 11 მარტს, მაშინ როდესაც პარლამენტი აღნიშნულ საკითხს მეორე მოსმენით განიხილავს.

საქართველოში ახალი ნოემბერი იწყება,” - განაცხადა მიტინგზე ლევან გაჩეჩილაძემ, დღეს ყოველი ქართველის, ყოველი თბილისელის მოვალეობაა ისევ აგორდეს აქციები, ისევ გაჩნდეს მუხტი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიზეიმოთ საქართველოში ახალი ხელისუფლება და რომ ერთხელ და სამუდამოდ ესენი [ხელისუფლება] იყვნენ გაძევებული საქართველოს პოლიტიკიდან.

ხელისუფლებას ესმის მხოლოდ თქვენი ხმა, ხელისუფლება დამთმობია და მიდის დათმობაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა ბევრი ხალხი დგას რუსთაველზე, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ თავისუფალ და დამოუკიდებელ არჩევნებს,” - განაცხადა გია თორთლაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 
 
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ყოველთვის მომხრე იყო დიალოგის, თუმცა ამ  ეტაპზე არ დარჩა სხვა გზა, გარდა მშვიდობიანი პროტესტისა”.   
 
ჩვენ მოვდივართ აქ იმიტომ, რომ ერთხელ მაინც  საქართველოს ისტორიაში  მივაღწიოთ თავისუფალ არჩევნებს და მივაღწიოთ, რომ მშვიდობიანი გზით, კანონიერი გზით შევცვალოთ ხელისუფლება,” - განაცხადა გამყრელიძემ, ჩვენ ვუერთდებით ყველა მოთხოვნას, რაც წამოაყენა ეროვნულმა საბჭომ”. 
აქციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმების დატოვება. თუმცა იქვე დასძინეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ოპოზიციისადმი მოწოდება თანამშრომლობაზე, რათა ერთობლივი პასუხი გაეცეს რუსეთის ამ ნაბიჯს, მხოლოდ და მხოლოდ ხრიკი იყო. ოპოზიციამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებას მართლა უნდა რუსეთისთვის პასუხის გაცემა, მაშინ ჯერ დსთ უნდა დატოვოს, შემდეგ კი მიიღოს ქმედითი ზომები, რათა რუს სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონები დაატოვებინონ.

კობა დავითაშვილმა ამავე კონტექსტში კიდევ ერთხელ ახსენა 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის წესი და განაცხადა რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯიც იყო, რადგან ამ 75 საარჩევნო ოლქში არ შედის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოლქების უმეტესობა. ამიტომ ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ჯერ ეს წესი უნდა გააუქმოს,” - დასძინა მან.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13