Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძემ პარლამენტარების რაოდენობის გაზრდა შემოგვთავაზა - გამყრელიძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 მარ.'08 / 10:35

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარების ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოების გადაწყვეტა მომავალ პარლამენტში დეპუტატთა საერთო რაოდენობის 150-დან 175-მდე გაზრდის გზით შემოგვთავაზა, განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 10 მარტს.

გამყრელიძემ, რომელიც ხუთ თანაფრაქციელთან ერთად შიმშილობს ბურჯანაძის მისაღებში, თოქ-შოუ ”Primetime”-ში საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა მოშიმშილე კოლეგებს და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის სახით დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა შესთავაზა.

”მან გვკითხა, თუ დათანხმდება ოპოზიცია რაოდენობის 175 დეპუტატამდე გაზრდას; ეს აბსურდია და არცერთი ოპოზიციური პარტია ამას არ დათანხმდება. ეს ნიშნავს უარის თქმას რეფერენდუმის შედეგებზე,”- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს ამომრჩეველმა 2003 წლის ნოემბერში ჩატარებულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა პარლამენტართა რაოდენობის 235 კაციდან 150-მდე შემცირებას.

75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის წესი ამჟამად ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უთანხმოების ყველაზე აქტუალური წყაროა. ეს წესი, რომელსაც არა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პირველი მოსმენით 4 მარტს დაუჭირეს მხარი, გულისხმობს 75 ოლქიდან თითო მაჟორიტარის არჩევას, თუმცა ოლქების ამ რაოდენობაში არ არის გათვალისწინებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ის რაიონები, რომელსაც თბილისი დროებით ვერ აკონტროლებს. თუ მისი მიღება მეორე და მესამე მოსმენებითაც მოხერხდება, ამჟამად კონსტიტუციაში არსებული 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზრდება, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვი 75-მდე დაიკლებს.

ოპოზიცია ამ სისტემას მმართველი პარტიის მიერ მანიპულირების საშუალებად მიიჩნევს და სანაცვლოდ სთავაზობს ადრე მხარეებს შორის შეთანხმებულ რეგიონულ პროპორციულ სიებს, რომელთა მეშვეობითაც 50 მაჟორიტარი დეპუტატის აირჩევა.

რეგიონული პროპორციული სიები გულისხმობს რეგიონებში პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განკუთვნილი მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება. ეს სისტემა გულისხმობს რეგიონების დონეზე საარჩევნო ბარიერის დაწესებას და მმარტველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სისტემისგან განსხვავებით, გამორიცხავს დამოუკიდებელ კანდიდატებს, რადგანაც ყველა კანდიდატი უნდა დასახელდეს პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ.

ოპოზიციამ მოუწოდა მხარდამჭერებს 11 მარტს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვისაკენ მაშინ, როცა პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17