Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სუბარი საკუთრების დავების განსახილველად კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მარ.'08 / 14:22

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი კომისიის შექმნას სახელმწიფოსა და მესაკუთრეებს შორის ქონებრივი დავების განსახილველად. 

კანონპროექტის თანახმად, კომისია მხოლოდ იმ დავებს კი არ განიხილავს, რომლებიც შესაძლოა მომავალში წარმოიშვას, არამედ იმათაც, რომლებიც გასული ხუთი წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი - ამ საკითხს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წინააღმდეგობა მოყვება.

”ცხადია, ამ კანონპროექტის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წინა წლებში ჩადენილი უკანონო ქმედებებიც,” - ნათქვამია სოზარ სუბარის მიერ 13 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, ”ამის გარეშე ამ საკითხზე კანონის მიღება უბრალოდ აზრს დაკარგავდა”.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ შვიდწევრიანი კომისია, რომელსაც სახალხო დამცველი უხელმძღვანელებს, იქნება ”დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არ დაექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას”.

კანონპროექტის თანახმად, კომისიის სამ წევრს პარლამენტი აირჩევს, სამს - სახალხო დამცველი და ექვსივე წევრი ოთხი წლის ვადით იქნება არჩეული.

”თუ საკანონმდებლო ორგანოში არსებობს პოლიტიკური ნება, რათა საკუთრების უფლება მართლაც რეალურად და შეუქცევადად იყოს დაცული, იმედია, რომ ამ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილავენ და მიიღებენ,” - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის ინიციატივას წინ უძღოდა მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვლთან 31 იანვარს. შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმებულია სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც კერძო მესაკუთრეებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ საკუთრების დავებს განიხილავს. თუმცა, შეხვედრის შემდეგ ასევე გაირკვა, რომ სახელმწიფოს არ სურდა, რომ კომისიას დრინდელი დავებიც განეხილა, რომელთა დაკავშირებითაც ბევრი შეშფოთება გამოითქვა ქვეყანაში.

ამასობაში, იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ 12 მარტს განაცხადა, რომ მთავრობამ მოამზადა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტი, რომელიც კერძო საკუთრების დაცვის ხელშეუხებლობის დამატებით გარანტიებს ეხება. მისი განმარტებით, კერძო საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. დღეს ამის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, სადავო საქმე მხოლოდ მას შემდეგ წარედგინება სასამართლოს, რაც მას სპეციალური კომისია განიხილავს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13