Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'08 / 19:17

დღეს პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებები, რომელიც 75 მაჟორიტარის არჩევის შესახებ კონსტიტუციური დებულების დეტალიზებას, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხება.

თუმცა დეპუტატ პავლე კუბლაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებში არ არის გათვალისწინებული ოპოზიციის 29 იანვრის მემორანდუმში ასახული საკვანძო მოთხოვნები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტულად დაკომპლექტების თაობაზე.

კოდექსი განსაზღვრავს ერთმანდატიანი მაჟორიტარულ ოლქებს, რომელშიც მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის უფლება ექნება როგორც საინიციატივო ჯგუფს, ისე პარტიას ან ბლოკს.

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ დღეს საპარლამენტო განხილვის დროს ხელახლა გააჟღერა ინიციატივა 75 მაჟორიტარული მანდატიდან თბილისისთვის განკუთვნილი 10 მანდატის 6-მდე შემცირების ხარჯზე 4 მაჟორიტარული კვოტის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იმ რაიონებისთვის გამოყოფის თაობაზე,  რომელსაც თბილისი დროებით ვერ აკონტროლებს. კირკიტაძემ ამ ინიციატივას ოპოზიციის მიმართ კომპრომისული და ”სამართლიანი” უწოდა იმ ფონზე, როცა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციამ დედაქალაქის ოლქების უმრავლესობაში მოუგო არჩევნები პრეზიდენტ სააკაშვილს.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კონფლიქტური რეგიონებისათვის ”სიმბოლური” კვოტების გამოყოფის საკითხი მეორე მოსმენისთვის გადაწყდება.

იმავდროულად, მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატებს, ცვლილებების მიხედვით, მოეხსნებათ რეგისტრაციის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების ვალდებულება, ხოლო პარტიას/ბლოკს საპარლამენტოს არჩევნებში მონაწილეობისათვის ნაცვლად 50 ათასისა, 30 ათასი ხელმოწერის მოგროვება მოუწევს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი არ ასახავს ოპოზიციის მოთხოვნას სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მმართველ პარტიისა და ოპოზიციური პარტიების მიერ პარიტეტული წესით დაკომპლექტების თაობაზე.

ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც აქამდე მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული 5 წევრისაგან იყო დაკომპლექტებული, წევრთა რაოდენობა 13-ს მიაღწევს, საიდანაც 7 ხელისუფლების, ხოლო 6 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების წინ შემოღებული ეს ფორმულა ძალაში დარჩება ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საუბნო კომისიების დონეზეც.

გარდა ამისა საოლქო კომისიას დაუბრუნდება ფუნქციები, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანონმდებლობით შეეზღუდა. ესენია: ოლქში არჩევნების შედეგების, მათ შორის მაჟორიტარული არჩევნების, შეჯამება და უბნების შედეგების ბათილად გამოცხადების უფლება.

კუბლაშვილის განცხადებით,  საპარლამენტო არჩევნებისათვის გაუქმდება 5 იანვრის არჩევნების წინ შემოღებული დამატებითი სიები, რომელიც გაყალბების ერთ-ერთ მექანიზმად მიიჩნევა. მისი თქმით, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაა.

ცვლილებები შეეხება შემაჯამებელი ოქმების ფორმებს და შედეგების გასაჩივრების პროცედურებს და ვადებს. კერძოდ, საუბნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება საოლქო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდეგ სასამართლოში.

კანონპროექტში ასევე საუბარია არჩევნების დღეს საუბნო კომისიებში დამონტაჟებული ვიდეო-თვალის მასალების გამოყენებაზე. კერძოდ, დამკვირვებელს შეუძლია მიუთითოს დროის მცირე, კონკრეტული მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მისი შეფასებით ადგილი ჰქონდა დარღვევას და საარჩევნო კომისია გადაამოწმებს ამ პრეტენზიას ვიდეო-მასალაში.

”აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ვიდეო-თვალის მონაცემები, რომ მოხდეს დარღვევების პრევენცია, მაგრამ მეორეს მხრივ, არ უნდა მივიღოთ ვიდე-თვალის მონაცემი, როგორც გარკვეული გაჭიანურების საშუალება არჩევნების  შეჯამების,”- განაცხადა კუბლაშვილმა.

ოპოზიციამ 29 იანვრის მემორანდუმში მოითხოვა საპარლამენტო არჩევნებზე ყველა საარჩევნო უბნების აღჭურვა ვიდეო-თვალით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საარჩევნო სუბიექტებისათვის. ეს მოთხოვნა განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკოს უარმა გადაეცა ოპოზიციისთვის ვიდეო-თვალის ჩანაწერები იმ უბნებიდან, სადაც ოპოზიცია ეჭვობდა, რომ არჩევნების გაყალბებას ჰქონდა ადგილი.

კუბლაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ასევე გაახმოვანა დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები პოლიტიკური რეკლამის და ფარული რეკლამის ფორმულირების საჭიროებაზე და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და 100 მეტრის რადიუსში აგიტაციის  არ დაშვების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხებზე დათანხმება რთული იქნება.

მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მემორანდუმში ასახული მოთხოვნა აიკრძალოს საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა, მეორე მოსმენამდე იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილი.

 

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17